დავით ჭიჭინაძე - ყველა ბიზნესი დღეს ბანკის კონკურენტია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ყველა ბიზნესი დღეს ბანკის კონკურენტია. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს, ჭიჭინაძემ ბანკების არაპროფილურ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.
”2008 წლიდან აქტიურად ხდება ბანკების არაპროფილური საქმიანობა. თითქოს წელს მიიღეს ნორმატიული აქტი, რომ მათ ეს აეკრძალათ, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხდა გადაწყობა, გავიდნენ გარეთ. საქართველოა და ყველამ კარგად იცის, ვინ ვისთან არის ასოცირებული - მშენებლობა, სადაზღვევო კომპანიები, სამედიცინო სექტორი, მეღვინეობა, მეკასრეობა, კალმახებიც კი... არ რჩება ბიზნებისთვის ადგილი, სადაც მათ შეიძლება თავისუფლად იმოძრაონ. ყველა ბიზნესი დღეს ბანკის კონკურენტია”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
დეპუტატის აზრით, უნდა გადაიდგას რეალური ნაბიჯები იმისკენ, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა რეალურად აეკრძალოს.
https://bpn.ge/index.php?option=com_content...znesi&Itemid=12კახა ოქრიაშვილი - დღეს ბიზნესს მხოლოდ ბანკების ეშინიადღეს ბიზნესს მხოლოდ ბანკების ეშინია, - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შეხვედრისას გააკეთა. ”ამ შემთხვევაში ბიზნესი არის კურდღელი, რომელიც მიდის მგელთან და ეუბნება: - მომეცი სტაფილო და მომავალში დაგიბრუნებ. როგორ ფიქრობთ, მისცემს მგელი სტაფილოს კურდღელს?!”, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
საპარლამენტო უმარავლესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ”აწარმოე საქართველოსთან” დაკავშირებული საკითხი.
”ბანკები თავად ქმნიან და თავისსავე ფულზე სახელმწიფოსგან იღებენ ფულს. მე თუ მკითხავთ, ეს არის ფულის მოპარვა ბიუჯეტიდან - საკუთარ ფულში ფულის მოპარვა”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ საკომიტეტო მოსმენისას.
ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შედეგად წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობებზე პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიას და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი უმცროსის კანდიდატურები წარუდგინა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მათი მოსმენა გაიმართა.
https://bpn.ge/index.php?option=com_content...znesi&Itemid=12აბსლიტურად ვეთანხმები ბანკებს თავისი საქმიანობის გარდა უნდა აეკრძალოთ სხვა ბიზნეში მოღვაწეობა
This post has been edited by dimonds on 30 Nov 2016, 21:05