#49391350 · 1 Dec 2016, 19:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (ignorant @ 30 Nov 2016, 16:15 ) | იმედია უკრაინელების ახალი რაკეტა წარმატებით ჩააბარებს სატესტო გასროლებს.
რუსები რატომ ტეხენ ჭიქაში ქარიშხალს, ვერ გამიგია.
უკრაინელები საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით ატარებენ ამ გასროლებს. |
რუსეთმა ყირიმი თავის ტერიტორიად გამოაცხადა და უკრაინელები თუ ყირიმის თავზე რაკეტების გაშვებას აპირებენ, ეს იგივეა, რომ ვალოდიას ზედ თავზე ........ როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნება?! ჩვენებმა რომ ხვალ ცხინვალის თავზე (რომელიც რუსეთს თავის ტერიტორიად ოფიციალურად არ გამოუცხადებია, ყირიმისგან განსხვავებით) საავიაციო მანევრები დაგეგმონ, ეგ იმდენი ეფექტის მქონე არ იქნება ალბათ, ვიდრე ეგ გამოცდები. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან გავს 2008 წლის აგვისტოს წინა სიტუაციას. თან ამერიკაშიც იგივე სიტუაციაა პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რაც 2008-ში იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ შიგა პრობლემების მოსაგვარებლად, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის ხელისუფლებას, ომი შეიძლება ძალიანაც აწყობდეს, მაშინ სერიოზული საფრთხეა სამხედრო დაპირისპირების, რაც მთელ რეგიონში დაძაბავს სიტუაციას.
|