2-ჯერ იყო გამოცხადებული კონკურსი!

P.S-ახალგაზრდებო ფულის შოვნა თუ გინდათ ტოტალიზატორს ნუ თამაშობთ, მოქანდაკეობა ისწავლეთ, თუ ვერ ისწავლეთ ნუ შეგეშინდებათ იქ რამე აჩეხილი-ყლის ძეგლი დადგით დააწერეთ ნაომარია

ფულს ხომ მოგცემენ მთავარია!

ლინკი:
http://www.tbilisi.gov.ge/news?type=competitionsპირველი დოკუმენტის ლინკი:
http://www.tbilisi.gov.ge/news/2495მეორე დოკუმენტის ლინკი:
http://www.tbilisi.gov.ge/news/2685
დოკუმენტის შიგთავსი (ორივე დოკუმენტი იგივეა თარიღები აქვს სხვადასხვა, ამიტომ დაიდო პირველი კონკურსის ტექსტი):
კონკურსის მიზანი - გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის ესკიზისა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შერჩევა;
საუკეთესო საკონკურსო წინადადების ფასი - 2000 ლარი;
ბიუსტის დამზადებისა და განთავსების ღირებულება - არ უნდა აღემატებოდეს 25 000 (ოცადახუთი ათასი) ლარს;
საუკეთესო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ბიუსტის რეალური ზომის მაკეტის სახით პიედესტალის გარეშე, რომელიც დამზადებული უნდა იყოს მყარი მასალისგან და ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ დაცული იყოს დაზიანებისგან. მაკეტს თან უნდა ახლდეს სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია 2 ეგზემპლარად (ელექტრონული ვერსია EXCEL-ის ფორმატში) ასევე ბიუსტის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიუსტის განშლის ამსახველი ფოტომასალა, ფოტომონტაჟი შესაბამისი ზომების მითითებით,სადაც მაქსიმალური სიზუსტით იქნება წარმოჩენილი არქიტექტურული გადაწყვეტა (ელ.ვერსია); ესკიზის განმარტებითი ბარათი ელ.ფორმატი);
საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2016 წლის 20 ივნისი.
საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ადგილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (ჟ. შარტავას ქ. #7).
ტექნიკური დავალება
ბიუსტის პარამეტრები
ბიუსტი: ზომა: მოქანდაკის გადაწყვეტილებით ადგილთან მიმართებაში;
მასალა: ბრინჯაო ან ქვა (მოქანდაკის გადაწყვეტილებით)
პიედესტალი: მასიური ქვა / ქვით მოპირკეთებული ქვის ტიპი მოქანდაკის გადაწყვეტილებით . პიედესტალი უნდა შეესაბამებოდეს ზომებში წარმოდგენილ ბიუსტს. ასევე უნდა იყოს დატანილი პორტრეტირებულის შესახებ ინფორმაცია, მოქანდაკის და არქიტექტორის ვინაობა და ბიუსტის განთავსების თარიღი.
საძირკველი - შესაბამისი გამოთვლებით, ბიუსტის ზომების გათვალისწინებით;
ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული უნდა იყოს განათება-მინათების საშუალებები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
აღნიშნული ბიუსტი უნდა იყოს სივრცეში თავსებადი;
ბიუსტის დამზადების და განთავსების ვადა წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარულ დღეს.
საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი შეფასების კრიტერიუმები
ძირითადი კრიტერიუმი - ბიუსტის ვიზუალური მხარე
დამატებითი კრიტერიუმი - ბიუსტის დამზადებისა და განთავსების ღირებულება
შენიშვნა:
შეფასებისას კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს ორივე კრიტერიუმს 10 ბალიანი სისტემით, ხოლო ყოველი კონკრეტული ესკიზის საბოლოო შეფასება განისაზღვრება კომისიის წევრების მიერ თითოეული კრიტერიუმისთვის მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლების შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების კოეფიციენტზე ნამრავლის ჯამური მაჩვენებლით
შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონის კოეფიციენტები:
ა)ძირითადი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.7
ბ)დამატებითი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.3
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 19 მაისი 2016წელი
This post has been edited by tbilisiqutaisi on 5 Dec 2016, 20:27