ვიცი - ძველ საბერძნეთს ამბობ, მაგრამ ანტიკურს ჰგულისხმობ...

არადა, სულ სხვადასხვა ეპოქებია განსხვავებული რამე-რუმეებით... მაგრამ გავატაროთ...
ეს ისე!
ძველი მოქანდაკეები ნამდვილად არ ჭრიდნენ იდაყვებზე - კიდურების მიბმა მოსული პონტი იყო, ხოლო ისტორიულ ქარცეცხლში მიბმული კიდურები ზოგჯერ იკარგებოდა ხოლმე...
ესეც ისე...
ქამდაკებას, ისევე როგორც სახვითი ხელოვნების სხვა ჟანრებს, აქვს შემდეგი სტანდარტები: პორტრეტი, ბიუსტი, ტორსი და ფიგურა.
პორტრეტი მოიცავს თავს, ყელსა და ლავიწების გასწვრივ ირიბად გადაჭრილ მხრებს - მემორიალურ სფეროში არ გამოიყენება...
ბიუსტი მოიცავს თავს, ყელს, ბეჭებს და ზედა ნაწილში გადაჭრილ მხრებს მკერდის ზემო ნაწილით - ეს არის ძირითადი მემორიალური სტანდარტი
ტორსი არის მთლიანი ქანდაკება გადაჭრილი ბარძაყზე - არამემოლიარული, მაგრამ კომპოზიციური სტანდარტია
სრული სხეული უკვე ფიგურაა და მას არაფერი წაჭრილი არ უნდა ჰქონდეს...
იგივე წესები მოქმედებს დაზგურ ფერწერაშიც, ოღონდა ტორსი უფრო გავრცელებულია, როგორც მემორიალური...
გაგიკვირდებათ და - კინემატოგრაფიასა და ვიდეოგადაღებაშიც აუცილებელია ამ სტანდარტის დაცვა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფოტოგრაფიაზე...
narmonanaექიმო, მე უფრო ჩიყვის ბრალი მგონია და რავი...
This post has been edited by Precursor on 1 Dec 2016, 18:54