მეც ჩავერთვები თქვენი ნებართვით დისკუსიაში
შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო.
1) ის რომ ჩვეთან კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რეგიონებში არსებული სკოლები ცუდ დღეშია 2*2 ია.
მოშლილია ინფრასტრუქტურა, მოძველებული პროგრამები და ა.შ. სკოლების ოპტიმიზაციაზე აზერბაიჯანის მხარე არ ფიქრობს და არც აინტერესებს სულ სამ ასოზე ჰკიდიათ.
2) ზოგადი მდგომარეობაც არასახარბიელოა. ყველა სფეროში . ეს მთლიანი ქვეყნის ბრალია. ქვეყანას არ აინტერესებს ეროვნული უმცირესობის ბედი. პირიქით ხელს გიწყობენ, ყველანაირ პირობას ქმნიან რომ მიატოვო იქაურობა და წახვიდე იქ სადაც განვითარების საშუალება გაქვს.
ამას ემატება მიწებზე გაზრდილი ფასები და ა.შ.
როდესაც ისტორიული ჰერეთის თემ ას ტიკის წამოწევას აქვს ადგილი ხდება ამ თემის გაოფება ან სხვა კონტექსტში განხილვა. ვერ შეადარებ საქართველოს ეთნიკურ უმცირესობას. საქართველოში მათი რაოდენობა დიდია - რაც არჩევნებზე= ხმებს.
მე პირადად რაზეც ვწუხვარ და ვითხოვ ქართული მხარისგან არის
# მეტი ყურადღება განათლების მხრივ;
# მეტი ყურადღება კულტურის მხრივ; (კახში, ალიბეგლოში, ალათემურში მოქმედებს ქართული კულტურის სახლები) ალიბეგლოში საერთოდ ქართული დრამატული ტეატრია.
# მეტი ყურადღება რელიგიის კუთხით!
ალიაბადში, მოსულში და ითითალაში ყველა ეთნიკურ ქართველს აქვს აზერბაიჯანული გვარ სახელი. მაგ ძველი გვარი თუ იყო რამაზაშვილი ახლა არიან რამაზანოვები, ზურაბაშვილები - ზურაბოვები და ა.შ.
ტრაგედია იმაშია რომ არ აძლევენ ძველი გვარის დაბრუნების საშუალებას ძმებო. და არც ახალდაბადებული არქმევინებენ ქართულ სახელს.
* * *