ხალხო.
ცოტა ხანს მომისმინეთ.
დაიბადა რაიონში, სადაც სნობიზმი უმაღლეს ხარისხში იყო და არის, აქედან გამომდინარე, ყველგან იჩაგრებოდა.
ოჯახში უჭირდათ, წესიერი ჩაცმა და საჭმელი ენატრებოდა.
კლასში - ვალოდია ჯინჭარაძე.
წავიდა ქალაქში და თემქის ქარხანაში მუშაობდა 80 მანეთზე. ქირაში 7-1 0 მანეთს იხდიდა ძმასთან ერთად, ეცოდებოდა იმ ოჯახს და აჭმევდნენ სამადლოდ ( ბაბუად მეკუთვნის სერგო, აცხონოს ღმერთმა ).
ღმერთი მაგას არა სწამს, პრინციპში კი მაგის ახალგაზრდობაში არავის სწამდა. აღმერთებდნენ მსახიობებს და მომღერლებს და ,,ნაღებ ინტელიგენციას''/
წავიდა რუსეთში. საიდან იშოვა ფული - ცალკე თემაა, მაგრამ იშოვა.
ჰოოდა დაიწყო სამაგიეროს გადახდა - ჯერ ღმერთისნაცვალი მასა იყიდა ფულით და იქეთ ლოცულობენ მასზე. ( ერთ-ერთმა, პირად საუბარში წაიტირა - აბა რა ვქნა, როგორ არ შევასრულო მაგის დავალებული, 15 წელია თვეში 1000 ლარს მიხდისო ).
თავისი რაიონი იყიდა - ვალოდია ჯინჭარაძემ რომ მოაწყო იუბილე ისე.
ჰოდა ახლა ჩვენ - მთელ საქართველოს გვიხდის სამაგიეროს. სტაფი კი ყავს - ნაყიდი ყავს ყველა , ვინც კი შეიძლებოდა ეყიდა და მათი შვილები. ვინც არ უყიდია - რიგში დგანან.
ჰოდა აღარაფერი მიკვირს. კიდევ ბევრი ვიცი შიდა სამზარეულოდან, მაგრამ არ დავწერ, ისედაც შემომითვალეს უკვე რამდენჯერმე..
ყველაფერი რაც ხდება, არის გათვლილი და ორგანიზებული მის მიერ. თითოეული საკითხი ( ვალუტა, არჩევნები, გადასახადები, აქციზები და ა.შ. და ა.შ. ) არის მისი გეგმის ნაწილი ( და არა შეთანხმებული ).
ჰოდა არ გაგიკვირდეთ, უარესი და უარესი იქნება - ეს შურისძიებაა, ბეჩავის შურისძიება. ( ფულიანი ბეჩავებით სავსეა ეს ქვეყანა მისი თამადობით ).
ახლა არ მიკვირს, ადრე მიკვირდა - როცა ერთ-ერთ ავტორიტეტს უთხრეს 2011 ში - ბიძინამ წერილი გამოაქვეყნდა და პოლიტიკაში მოდისო - მას უთქვამს - აი ახლაა საქართველოს საქმე ცუდადო.
ამდენი არ მიწერია და ბოდიში

ერთს გისურვებთ ყველას, ვინც იაზრებთ არსებულ სიტუაციას - გაგვეძლოს და გვესწავლოს
ადიოს.