ქართულ საბანკო სექტორში ლიდერი იცვლება
http://commersant.ge/?m=5&news_id=45316&cat_id=8საქართველოს ეროვნული ბანკის მე 3 კვარტლის მონაცემებით კომერციულ ბანკებს შორის მოგებისა და აქტივების სიდიდის თვალსაზრისით კვლავ 2 უმსხვილესი ბანკი პოზიციონირებს.
TBC ბანკმა მესამე კვარტალში 183 მილიონიანი წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 7,1%-ით მეტია ხოლო საქართველოს ბანკმა 150 მილიონი ლარი მოგება აჩვენა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 6.5%-ით გაზარდა.
აქტივების ჭრილში 2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 9,171.0 მლნ ლარით კვლავ საქართველოს ბანკი იკავებს უმსხვილესი ბანკის ადგილს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბანკი რესპუბლიკა წლის ბოლოსთვის TBC ბანკს სრულად შეერწყმება, 2016 წლის საანგარიშო წლის ბოლოს სწორედ ის იქნება ლიდერის პოზიციაზე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2016 წლის ბოლოს TBC ბანკისა და საქართველოს ბანკის ჯამური აქტივები საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკების კრებსითი აქტივების მოცულობის დაახლოებით 70 % იქნება.