დოლარი რომ კატასტროფულად გამყარდა, ეს სადავო არ არის. მაგრამ რატომ არსად ისმება კითხვა თვითონ ლარს რა მოუვიდა (ვისთვისაც ლარის ფასი მხოლოდ დოლარით იზომება, მათთვის არ არის ეს პოსტი განკუთვნილი).
ლარის ღირებულება დღეს რატომღაც მხოლოდ დოლარში გამოსახულ ფასს გულისხმობს "ექსპერტთა" ხელდასხმით. ეს იწვევს ყველა შემდგომ გაუგებრობას და პანიკას თავისთავად.
მე პირადად მინიმიმ 4 ტიპის ლარის კურსის დინამიკას ვაანალიზებ და ვუყურებ:
დოლართან კურსი ( რადგან ძირითადი საგარეო ვალდებულებები და რეზერვები დოლარში გვაქვს.) - ~60%-ით გაუფასურდა ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში -
ღირებულება გამოსახული ქართულ საქონელში - აქ სრული სტაბილურობა გვაქვს (სამომხმარებლო ფასების ინდექსი)
სავაჭრო პარტნიორებთან შეწონილი კურსი (NEERM) -
ლარი აქ გამყარდა, საშუალოდ 8.7%-ით ბოლო სამი წლის განმავლობაში სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან (ნოემბრის ბოლოდან), რეფინანსირების გაზრდის პარალელურად დეფლაციის დაფიქსირებაც ამით აიხსნება და არა მაინცდამაინც ეკონომიკის ზრდის შემცირებით, რომელიც ბოლო წლებია ისედაც მცირე იყო.
https://www.nbg.gov.ge/uploads/exchangerate...nge_rategeo.xlsლარის შეფარდებით მყიდველუნარიანობას სავაჭრო პარტნირებისგან იმპორტულ პროდუქციასთან მიმართულებით (REER) - ლარი მხოლოდ 0.7%-ით გაუფასურდა ბოლო სამი წლის განმავლობაში (ოქტომბრის ბოლოდან), პარტნიორ ქვეყნებში მეტი დევალვაციისა და პარტნიორ ქვეყნებში შედარებით მაღალი ინფლაციის გამო:
https://www.nbg.gov.ge/uploads/exchangerate...ge_ratesgeo.xlsუნდა აღინიშნოს, რომ განახლებული მონაცემი როცა გამოქვეყნდება, შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს ზემოაღნიშნულისგან. ის ფაქტი არ იცვლება, რომ დოლარის გამყარების გამო ლარის რეალური საშუალო მსყიდველუნარიანობა არც ძირითადი იმპორტის და არც ადგილობრივი პროდუქციის მიმართ არ დაცემულა ძირითადი ვაჭრობის ფარგლებში მთელი დოლარის რევალვაციის განმავლობაში.
This post has been edited by შავლეგა on 14 Dec 2016, 19:36