ვფიქრობ დრო მომწიფდა და სულ მალე ხალხის საკმაო მასა მზად იქნება ქუჩაში გამოსასვლელად,
რამეთუ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ისედაც ქუჩაში დატოვა ათასობით ადამიანი.
- მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში, თავდაცვის სამინისტრომ 2250 ადამიანი დატოვა ლუკმა-პურის გარეშე. თუმცა, განთავისუფლებულთა საერთო რაოდენობა ჯამში. გაცილებით მეტია;
- ხარჯების დაზოგვის გამო, ასევე ათასობით გათავისუფლდა სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების საჯარო მოსამსახურეები;
- ხელისუფლების უუნარო ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ლარის გაუფასურებამ და რაც მთავარია გადასახადის ზრდამ საწვავზე, გამოიწვია პირველადი მოხმარების პროდუქტებზე
ფასების მკეთრი ზრდა და ყველაფერმა ამან ''წითელი ზოლი'' გადაალახინა სიღატაკეში მყოფთა დიდ მასას ანუ მათ დასაკარგი აღარც არაფერი აქვთ;
- ფაქტობრივად დაიკარგა მოსახლეობის საშუალო ფენა, ანუ ადამიანები, რომელთა შემოსავალი 1000–დან 3000 ლარამდეა და რომელთა უდიდეს ნაწილსაც საბანკო კრედიტები აქვთ აღებული.
დღეს მათი ხელფასის 20–25 % ამ გადასახადებში მიდის და საშუალო ფენამ გადაინაცვლა ღარიბთა კატეგორიაში;
- დღითიდ დღე იზრდება როგორც დამწვარი ასევე გაკოტრებული საწარმოთა რიცხვი და შესაბამისად ქუჩაში დარჩენილ დასაქმებულთა ოდენობა (მაგ. რუსთავის 'აზოტი' თუ 'ბავშვთა სამყაროს'მოვაჭრეები);
- ქართული საფინანსო პირამიდები ერთმანეთის მიყოლებით ინგრევა და შესაბამისად იზრდება გაკოტრებული საფინანსო კომპანიათა რიცხვი, რის გამოც ასევე რამოდენიმე ათასი მეანაბრე კაპიკის გარეშე რჩება;
(მაგ. იგივე mfxcapitalgeorgia + ”საფინანსო კომპანია საქართველო” და სხვები კი რიგში არიან მაგ. Wealthy Traders Club ან TeleTrade...)
+
- პროტესტანტთა გარკვეული მასის ზრდა, რომელიც უკმაყოფილოა ხელისუფლების ურთიერთობებით რუსულ სპეცსამსახურებსა თუ 'გაზპრომთან';
- მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებებით უკმაყოფილეები. (პრეზიდენტის არჩევის წესი თუ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის გეგმა)
-
ერთი სიტყვით: გაძვირებული ცხოვრება, გაღარიბებული ქვეყანა, გამდიდრებული ხელისუფლება, მევახშე მინისტრები და უპერსპექტივო ეკონომიკური განვითარების პროგნოზი - სამინუშო მასალაა პროტესტის აგორებისათვის.
იმოქმედეთ