#51981815 · 11 Jan 2018, 20:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ უნდა დადგეს კაცი ,,დედა ვს ცოლი"-ამ პრობლემის წინ? უმეტეს შემთხვევაში, ვაღიაროთ,რომ სწორედ დედის გამო,რომელსაც შვილი ისევ ძუძუზე ჩამოკიდებული ღლაპი ჰგონია და ეჭვიანობს სხვა ქალზე,რომელმაც ,,მისი ადგილი დაიკავა" შვილის გულში. კი,დედა ერთია,მაგრამ ისეთი დედებიც ბევრნი არიან,თავისი დედობრივი ეჭვიანობით და სიყვარულის უცნაური გამოვლინებებით ისევ შვილებს რომ უნგრევენ ოჯახებს და სიცოცხლეს უმწარებენ. დედამთილებზეც შეიძლება ეს ითქვას და სიდედრებზეც,ამიტომაა აუცილებელი,რომ წყვილი ცალკე ცხოვრობდეს და არავინ ერეოდეს მათ ოჯახურ საქმეებში. სამწუხაროდ,ასე არ ხდება.
|