არავის ლანძღვა-გინება არ არის, ამიტომ საინტერესოდ არ მოგეჩვენებათ...
თუმცა, მოთმინება იქონიეთ და ბოლომდე წაიკითხეთ:
ამ თემაზე რამდენმე კომენტარს გავაკეთებ (ზოგადად, არ მიყვარს ფორუმზე სხვადასხვა "წონისა" და მოცემულობის მქონე ტიპების პროვოცირებული "კამათი"):
1. ეკლესიის მსახურები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც სახელმწიფო მოხელეები და რიგითი ადამიანები; მეტიც, ჩემს ნაცნობებს შორის 90 % წესიერი ადამიანია (ადამიანობის ფარგლებში!), უწესო ადამიანების - 10 %-ის უმრავლესობა აქტიურ საერო თუ სასულიერო ელიტაშია! ეს იმიტომ, რომ წესიერი ადამიანი უფრო ფრთხილია და იფარგლება საკუთარი თავისა და უჯახის გადარჩენით... ელიტისკენ კი მიდის ორი კატეგორიის ხალხი:
- ვისაც ქვეყნის გადარჩენა საქმით, ლოცვით (ასეთი პიროვნება ცოტაა დასახელებულ 10 %-ში!)
- ვისაც სურს აკრძალული გზებით დატკბეს ხორციელი ცხოვრებით, ფულით, ძალაუფლებით... (ასეთი ბევრია იმ 10 %-ში)
2. ვინც ზვიად გამსახურდიას ღმერთად თვლიდა, მერე ის ყველაზე მეტად ლანძღავდა... ზვიად გამსახურდია, ილია მეორე, მეუფეები, მინისტრები... ადამიანები არიან და უთუოდ აქვთ რაღაც სისუსტე, ნაკლი, წარსულში შეცდომა... დღეს მთავარია, მათ რას შესწირეს თავიანთი სიცოცხლე (ცოცხლები რას წირავენ თავს ახლა...); ზვიად გამსახურდიამ საქართველოს შეწირა თავისი პიროვნული ყველაფერი... ილია მეორე სულ საქარტველოზე ლოცულობს და ამის უამრავი ფაქტია (ველაზე კარგად ვიცი 90-იანი წლების ამბები და არ მინდა ახლა იმის შეხსენება, ვინ სად იდგა მაშინ!); მთავარია, საბოლოო ჯამში ადამიანი , საზოგადოებისათვის, ერისათვის, მსოფლიოსათვის პოზიტივია თუ ნეგატივი... ვინც დღეს ზვიადს, ილია მეორეს ან რომელიმე მეუფეს, ყოფილ თუ ამჟამინდელ ხელისუფალს დაუმსახურებლად და რადიკალურად აკრიტიკებს, ლანძღავს ან მის ერთ რომელიმე მეორეხარისხოვან შეცდომას გადააფარვინებს ხოლმე მთელ მის პოზიტიურ მოღვაწეობას, ასეთი პიროვნებაა ნებსით თუ უნებლიედ ამღვრევს წყალს.
3. მეუფე იაკობს კარგად ვიცნობ. ისც, რა თქმა უნდა, ადამიანია თავისი ყველა წახნაგით. სიცოცხლის ამ ეტაპზე ის ტავისი გადასახედიდან ცდილობს სიმართლისათვის, ღირსებისათვის და ეკლესიისათვის იბრძოლოს (აქვს ბრძოლის უნარი; მას მართლა შეუძლია დატოვოს ეპისკოპოსობა, მაგრამ არ დატოვებს ღირსებას (როგორც მას ესმის ეს თემა; ადამიანია და შეიძლება რაღაცეები არასწორად ესმის!); ყოველ შემთხვევაში ის ერთ-ერთი გამორჩეულად სუფთა ადამიანია დღეს ჩემს ნაცნობებს შორის (არ მგონია, მასზე ბევრმა ჩემზე მეტი იცოდეს მასზე). ის რომ სუფთა არ იყოს ვერ გაბედავდა იმას, რაც ბოლო ქადაგებაში გაბედა და ბოდიშიც მოიხადა ქადაგების ტონის გამო (ადამიანია! ციდან არც ის ჩამოსულა);
4. რადიკალიზმი - ერთი ნაკლის განზოგადება 10 ღირსებაზე და პირიქით - პრიმიტიული აზროვნებაა; ასეთი ბევრი პოსტავს ფორუმზე და ამიტომაა აქ ამდენი ბილწსიტყვაობა:
გაუნათლებელი რადიკალი მალე იგინება, გაუნათლებელი წესიერი კაცი კი ფიქრობს;
ნაკითხი რადიკალი უფრო ამაზრზენად ბილწსიტყავობს...
ცოტაა განათლებული, მესმის, მაგრამ კულტურული ყველა უნდა იყოს:
ფორუმი საჯარო ველია; ამიტომ აქ მპოსტავს მეტი თმენისა და გააზრების ვალდებულებაც აქვს, ვიდრე იმას, ვინც თავის აზრებს სხვას არ უზიარებს; გასაგებია, კანონით, საჯარო მოხელესა და სასულიერო პირს, უფრო მეტი თმენის ვალდებულება აქვს, თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადად, ადამიანს აქვს ეს ვალდებულება, ზოგადად, ადამიანს.
5. ფორუმის წევრები (არც თუ ცოტა ხანია ვარ წევრი!) ამ სოციალურ ქსელს ავტორიტეტს შევუნარჩუნებთ, თუკი კურსს უფრო მსჯელობისკენ, აკადემიური კამათისაკენ ავიღებთ და უაზრო ლანძღვა-გინებითა თუ უსაფუძვლო ბრალდებებით, უზნეო ჭორების გავრცელებით არ გავაბანძებთ; რამდეჯერ გავარიდე ასეთებს: უზნეოსთან კამათს ერთი შედეგი აქვს: შენც მის გზას დაადგე... ამიტომ არ ვპასუხობ ხოლმე; თუმცა, ზოგჯერ ასეთი გამოხმაურებით ყველას ერთად ვპასუხობ, იმიტომ, რომ მენანება ამ ფორუმის მარგინალიზაცია.
მთავარია, ფორუმის ძირითადმა ნაწილმა მაინც შეინარჩუნოს საქართველოსათვის, ზოგადად, საზოგადოებისათვის საჭირო სწორი ორიენტირები და დაიცვას კამათის კულტურა (ფორუმი არ უნდა გადაიქცეს ბინძურ და ანტიქართულ ჭორბიუროდ!).
იმედი მაქვს, მოდერებიც და ფორუმელთა ერთი ნაწილიც ბევრ რამეში დამეთანხმებიან
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი. (c) ლაო ძი