#49421956 · 5 Dec 2016, 21:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tsotnemefe
QUOTE | ლანჩავას გვერდით ვინცაა, თეთრი და პირმრგვალია; მეუფე იაკობი კი შავგრიმანია და სახეც (ცხვირი!) ნამდვილად სხვა მოყვანილობისა (გრძელი) აქვს. |
აქ მთავარი ის კი არ არის, ზემოწარმოდგენილ ფოტო-სურათზე, პუტჩისტი ,,გენერლის“ გვერდით, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მოქალაქე ნამდვილადაა თუ არა მომავალი ეპ. ი. იაკობაშვილი; არამედ _ იყო თუ არა იგი პირველის მოადგილე ან თანამებრძოლი. წესით, თქვენ, როგორც მის ,,კარგ ნაცნობს“, ეს უნდა დაგედასტურებინათ ან უარგეყოთ! თუ შეიძლება, ამჯერად მაინც ჰქენით ეს!
QUOTE | მას მართლა შეუძლია დატოვოს ეპისკოპოსობა, მაგრამ არ დატოვებს ღირსებას |
წლების წინ, მოსმენილი მაქვს, მისი დანაპირები მესამეცოლიან ,,მღვდელ“ იაკობ აბაშიძეზე: თუკი ამ უკანასკნელს ღვთისმსახურების უფლებას ისევ მისცემდა პატრიარქი, ის (ქორეპისკოპოსი იაკობი) სასულიერო პირობიდან წავიდოდა (არადა, ი. აბაშიძე, სულიერ შვილთან შვილის დაბადების შემდეგ, მიტრით დააჯილდოვეს, ხოლო მესამე ქალთან ბავშვის გაჩენისთანავე, მას ეს უფლება დაუბრუნეს)… წმ. მოციქულთა 27-ე და კონსტანტინოპოლის ადგ. (ორგზისი) კრების IX კანონის თანახმად, ღვთისმსახური, რომელიც თვითონ სცემს ან სხვას აცემინებს ვინმესთვის, საეკლ. ხარისხიდან განკვეთას ექვემდებარება. * * * tsotnemefe
QUOTE | ილია მეორე სულ საქარტველოზე ლოცულობს |
რისი თქმა გსურთ ამ არაფრისმთქმელი განცხადებით?! ქართველმა საქართველოსთვის უნდა ილოცოს და რუსმა _ რუსეთისთვის! რა არის ამაში განსაკუთრებული? ასე, მეც ვლოცულობ საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ იქ არც ვცხოვრობ. ამით რაიმე გმირობას ჩავდივარ?! სასულიეროს მოვალეობა ლოცვაა; აბა, უნდა იგინებოდეს?! მშენებლობის მინისტრი აშენებს, მაგრამ გააჩნია, რა მასალით და როგორ აშენებს: 99 სახლი რომ ოსტატურად და კეთილსინდისიერად ჰქონდეს აგებული, იმ ერთ სახლზე მოჰკითხავენ პასუხს, კანონდარღვევით რომ ააშენა. ქართლის კათალიკოსი ანტონი (I), ვინც საეკლ. კრებამ საქართველოდან გააძევა, ვისთვისღა ლოცულობდა?!.
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|