#49441339 · 8 Dec 2016, 14:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
QUOTE | ვისწავლოთ ჯიგარი ნავახოს ინდიელებისგან. კაპიტალიზმის დედაც #####ან! გავაძევოთ კაპიტალიზმი იპოდრომიდან და დავაარსოთ თბილისის ცენტრალური პარკი, სადაც საკუთარ მიწაზე, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ თბილისში ლორთქო ბალახზე წამოწოლილი გ ა ი ღ ვ ი ძ ე ბ , ისეთში, როგორიც არ გქონდა.
|
ეს "ცენტრალური პარკის" იდეა ძაან უშნოდაა შემოგდებული და მერწმუნე არაფერი კარგის მომასწავებელი არაა. ვეცდები ავხსნა რატომ:
დღეს იპოდრომს აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბევრი ფუნქცია, იმიტომ რომ არარეგულირებული საზოგადოებრივი სივრცეა და არავინ არაფრის კეთებას არ გიშლიან (კარგი გაგებით): აქ თამაშობენ რაგბის, (როგორც ვიცი ბევრი სერიოზული რაგბისტი მანდ "იდგამდა ფეხს") ვარჯიშობენ, უბრალოდ იკრიბებიან, უშვებენ ფრანებს ან დრონებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთავარი "მუღამი" მაგ ტერიტორიის არის მის არარეგლამენტირებულობაში.
როგორცკი მერიას გადაეცემა ეგ ტერიტორია როგორც "ცენტრალური პარკი", ეგრევე იქცევა რეგლამენტირებულ "უწი პუწი" ვაკისპარკის ტიპის ადგილად, სადაც იქნება ბევრი სკამები და გაზონები და ცოტა სივრცე თავისუფალი ადამიანებისთვის.
ასე რომ ეგ ტერიტორია უნდა დარჩეს ხელუხლებლად,(რათქმაუნდა განაშენიანების) ან ნებისმიერი რეგლამენტირების გარეშე. და სასწრაფოდ უნდა მოხდეს კერძო მფლობელისგან გამოსყიდვა.
მანდ რეგლამენტირებული პარკის გაკეთება ბევრ საზოგადოებრივ აქტივობას მოკლავს, რომელიც მანდ უკვე არსებობს და შესაძლოა ხვალ იარსებოს.
|