და რა თქვა გასაგიჟებელი?
7 თვის წინ როდესაც ლარმა მნიშვნელოვანი გამყარება დაიწყო და გაჩნდა პერსპექტივა, რომ 2.1-ს ჩასდებოდა, ეროვნულმა ბანკმა ქადაგიძის მეთაურობით სასწრაფოდ დოლარის ყიდვა დაიწყო, არ შეიძლება ლარის ესე სწრაფად გამყარება, ეს ბიზნესისთვის ძალიან ცუდიაო

და ამ ფორუმზე ძალიან ბევრი თქვენგანი აპრავებდა ეროვნული ბანკის ამ ქმედებას, ჰო ჰო არ შეიძლება ლარის ესე სწრაფად გამყარებაო.
ხოდა ზუსტად ეგ კითხა იმ ჭკუის კოლოფებს, რა კურსი იქნება ის, როდესაც თქვენ კვლავ დოლარის ყიდვას დაიწყებთ, იმ მოტივით რომ ლარი სწრაფად მყარდებაო და არ შეიძლებაო
პ.ს. 1 თვეში ლარი 30%-ით გაუფასურდა და ეროვნული ბანკი წელავდა რეზერვების დახარჯვას, ჯერ ადრეაო და საგანგაშო არაფერი ხდებაო. ხოლო შემდგომ როდესაც 4 თვის განმავლობაში ლარი 10%-ით აპიებდა გამყარებას ბოლო შედეგიდან, ეროვნულმა ბანკმა ეგრევე დოლარის ყიდვა დაიწყო, ძალიან სწრაფად მყარდება ლარიო.
და აი ეს ყველაფერი ამ ფორუმზე სერიოზულად პრავდებოდა, კი კი მასე იყო საჭიროო
ეხლა დგახართ და გაჩეჩილაძეს დასცინიხართ კიდე, ეს რეებს ბოდიალობსო. მაგან ზუსტადაც რომ ლოგიკური კითხვა დასვა, იმ რეალობიდან რაც უკვე მოხდა წინა თვეებში, და დასაცინი გაჩეჩილაძე კი არაა, არამედ იმ ეროვნული ბანკის მესვეურებია, ვინც ეგ ქმედებები დაგეგმა და განახორციელა.
This post has been edited by tb-seli on 6 Dec 2016, 09:37