კი როდესაც ბევრს მოჭრი წაუკუპონებს, მაგაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ როდესაც კონკრეტულ ვალუტას მთელი მსოფლიო იყენებს, მაგ დროს მაგ ვალუტაზე მოთხოვნა ყოველტვის იზრდება.
მაგალითად,
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რო დაბეჭდოს ბევრი ლარი, იმაზე მეტი ვიდრე საქართველოს ეკონომიკას სჭირდება, ქვეყანაში გაჩნდება უაზროდ ბევრი ფული და ლარი გაუფასურდება, ეს ელემენტარულია. საქართველოში ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ხდება ლარის დაბეჭდვაც და მასე ბალანსდება.
მაგრამ ეხლა წარმოიდგინე ლარში რო ხდებოდეს საერთაშორისო ვაჭრობები, ლარი ენდომება ყველა ქვეყანას და ლარი მხოლოდ საქართველოს ეკონომიკაზე აღარ იქნება დამოკიდებული. ანუ თუ ბრაზილიის ეკონომიკა გაიზრდება, გაჩნდება მოთხოვნა დამატებით ლარზე, გაიზრდბა აზერბაიჯანის ეკონომიკა მოთხოვნა გაჩნდება დამატებით ლარზე და ასე შემდეგ, ანუ მაგ დროს ლარი ხდება არა კონკრეტულად საქართველოს ეკონომიკაზე დამოკიდებული, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზე დამოკიდებული. ანუ პლანეტაზე მთლიანობაში თუ იზრდება ეკონომიკა (და ეს ხდება მუდმივად), მოთხოვნა იზრდება დამატებით ლარზე, იმიტომ რომ ლარზე ვაჭრობს ყველა და ყველას ლარი უნდა.
აი ეს პრივილეგია აქვს დოლარს, სულ რო უკან უკან წავიდეს ამერიკის ეკონომიკა, დოლარზე მაინც იქნება მოთხოვნა ვინაიდან მაგ ვალუტაზე ვაჭრობს მსოფლიო. ანუ დოლარის ბეჭდვა არაა პირდაპირ პროპორციული ამერიკის ეკონომიკის განვითარებასთან.
ეხლა თუ როგორ ხდება ფულის დაბეჭდვა და მერე მაგ ფულის სახელმწიფოებზე ვალად მიცემა ეს კიდე ცალკე აფსურდია, ეს არის პლანეტარული უსამართლობა და ამაზე ხმამაღლა არავინ არ საუბრობს. ვინც საუბრობს კი მაგას ეგრევე დასცინიან ბანკირების გოშიები, იიიიიიიიიი შეთქმულების თეორია, რომ თემა აქტუალური არ გახდეს.
ბევრს წარმოდგენაც არა აქვს თუ საერთოდ როგორ იბეჭდება ფული და როგორ მუშაობს ფინანსური სისტემა, აი პატარა ვიდეო სადაც გადაღეჭილია ეს თემა და დაწვრილებითაა ახსნილი თუ როგორ ჩნდება ფული მსოფლიოში:
https://www.youtube.com/watch?v=cFVq-7a_sEQ This post has been edited by tb-seli on 9 Dec 2016, 16:03