#49472158 · 12 Dec 2016, 18:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმაზე ვისაუბროთ რად აქციეს ადამიებმა ღმერთი. წესდებად. კანონებად. დოგმებად. ისინი ჭამენ შოკოლადის ნამცხვარს რადგან სამარხოა და არ მიირთმევენ მსგავს შოკოლადის ნამცხვარს, რომელიც სამარხო არ არის. როდესაც მათ ამ საკითხზე დაელაპარაკები, აუცილებლად დაგაბრალებენ ურჯულოობას. ისინი დადიან წირვაზე, რომელზეც ქადაგებენ რომ არ უნდა ვიყოთ ამ ქვეყნიური სიამ ტკბილობით მოხიბლულნი, და ვინც ქადაგებს სწორედ ის მოდის წირვაზე 15000 დოლარიანი ჯიპით რომელიც მრევლმა ან სახელმწიფომ შეუძინა. ისინი იქცევიან ისე, როგორ მოქცევაზეც ბევრს განიკითხავენ და თხოვენ მოინანიონ ცოდვად. დავიღალე. რელიგია გადააქციეს ხალხის სამართავ მანქანად. ისინი კითხულობენ ლოცვებს, რომლის ერთი წინადადების შინაარსაც აღარ იაზრებენ.. ისინი მკრეხელს დამიძახებენ ამ ჩანაწერის წაკითხვის შემდგომ. მათ ღმერთთან მისასვლელი ის გზა აირჩიეს, რომელიც საბოლოოდ ეშმაკთან მიდის და ამის შესახებ არაფერი იციან. საუკუნეების წინათაც ისინი აშენებდნენ მდიდრულ ეკლესიებს, რათა ელოცათ ღარიბებისთვის, რომლებიც შიმშილით იხოცებოდნენ მათ ოქროს კარებთან. ნუთუ მათ არ შეეძლოთ ელოცათ უბრალო ხის ოთხ კედელში, სადაც არ იქნებოდა შესაწირები, წმინდა ქვებში ჩატანებული. ისინი არ მოიწონებენ ჩემ აზრს და მკრეხელობაში დამდებენ ბრალს, რადგან მე ჩემებურად მესმის ღმერთი… იტყვიან, რატომ ? გამორჩეული გინდა იყო ? – არა. მე ეს არ მსურს, მე მინდა ვიყო ის რაც ვარ და არა ადამიანი რომელმაც შეცვალა სიწმინდე თავის საკეთილდღეოდ. უკვე ბედნიერებაა, რომ ასს მორწმუნეში მაინც იქნება ორი სამი კაცი, რომელიც ჩემსავით იფიქრებს… ყოველ საღამოს დაწოლის ძინ მადლობას იტყვიან უფალთან, ქუჩაში, სიცხეში მჯდარ მათხოვარს, წყალს უყიდიან, და მუდამ ექნებათ იმედი, რომ ღმერთი არასოდეს მიატოვებს მას.
|