შენი აზრით არაქვთ მოდელის პროგნოზი? იგივე საიტებს ნახულობენ უცხოურს რასაც ასე აქებთ... მერე ცვლიან უკეთესობისკენ თუმცა ეს ცვლილება რამდენად კარგად გამოსდით ამაზეა აქ ლაპარაკი
ეგენი აკეთებენ ისედაც ზოგად პროგნოზს, ანუ მთელი დღე გაყოფილიაქვთ რამდენიმედ და არა ყოველ ნახევარ საათად, ისედაც პროგნოზირებენ ზოგადი ფრაზებით - უმეტესად ღრუბლიანი, შესაძლებელია მცირე წვიმა, და ასე შემდეგ
ამიტომ ვერანაირად ვერ იქნება უფრო ცუდი გამართლების მხრივ ვიდრე სხვა საიტები იძლევიან
უბრალოდ ევროპის და ამერიკის დონემდე არ არიან თორე გამართლება ისეთი ცუდი არარის როგორც აღწერე
მაგალითად ტემპერატურა 2 გრადუსი სიზუსტით ალბათ 90% შემთხვევაში უმართლდებათ, იგივე ქარის მიმართულებაზეც, ქარის სიჩქარე ალბათ 80% უმართლდებათ თუმცა მაგის გამართლების კრიტერიუმები + - რაღაცას მოიცავს
"შესაძლოა" რაზეც წერია მაგას ნუ უყურებთ ეხლა დღეს და ხვალ რომ უწერიათ შესაძლებელია მცირე წვიმაო ნუ ელოდებით წვიმიან დღეს. და კიდე 2-3 დღის მერე პროგნოზი ძალიან არასანდოა ნებისმიერი პროგნოზი
მე ასე ვამოწმებ ხოლმე რეალურად რა ამინდია (აეროპორტის მეტეო სადგურზე) ყოველ ნახევარ საათში ახალი ინფორმაცია ქარი, ტემპერატურა, ნალექი, ღრუბელი, ხილვადობა, ყველაფერი... ჩაწერ google-ში: METAR UGTB და პირველივე საიტს გახსნი
http://en.allmetsat.com/metar-taf/georgia-...n.php?icao=UGTBეხლა არის 19 კვანძი ქარი ანუ 10მეტრწამში
მეტეოგოვჯის უწერია 10-23 ანუ გამართლებულია პროგნოზი
ტემპერატურა 5 გრადუსია ეხლა, მინიმუმს ელოდებიან 3-ს მგნი ეგეც რეალურია
This post has been edited by RadioShack on 10 Dec 2016, 20:12