ისე, მამენტ, რომ დაუკვირდე, რა არის შუა თითი სიმბოლურად? არაფერი არაადამიანური. მეტიც, მისით შევიქმენით, საკულტო რამეა.

რა არის სიშიშვლეში მიუღებელი? არაფერი - შიშვლები დავიბადეთ და გონებას რომ არ მოეფიქრებინა "ჩეიცვი რაცხა, სირცხვილიაო", ვიტანტალებდით შიშვლები.
ვინ არის ადამიანი, ვინც შუა თითის ან სიშიშვლის დემონტრაციით იღებს ფოტოს მსგავსი მესიჯით და გამოწვევით? ცალსახად გაუთვითცნობიერებული ზომბი.
ვინ არის ადამიანი, ვინც მსგავს ფოტოებზე იჯაგრება და პირად შეურაცხყოფად იღებს? ცალსახად გაუთვითცნობიერებული ზომბი.
და მე თანაბრად მეცოდებით და მენანებით ორივე მხარე, პრადვინუტზომბებიც და ადათწესაზომბებიც, იმედიც არ მაქვს, რომ გაგინათდებათ გონება.
იმ რ2-ის ჟურნალისტს, სარცხვინელზე რომ სვანური ქუდი მიუდვია, ასე მოთხოვა არხის პოლიტიკამ. იმედია იმდენი შეგნება ყოფნის, რომ ხვდება რა
დონის ცირკში მიიღო მონაწილეობა. გყოფნის? როგორ მინდა პირადად ვკითხო და გულწრფელი პასუხი მოვისმინო მისგან. ჰა, გოგიტიძე, კაია მაღალი ხელფასი?
უბრალოდ, ტეხავს, ფულის გამო აკეთო სამარცხვინო რამეები ამხელა კაცმა. მომწონდა ეგ ჟურნალისტი, იგრძნობოდა გახსნილი გონება და კეთილშობილება.
ხოლო, რაც შეეხება გვარამიას, ორგანულად მეზიზღება ის და ყველა მისნაირი ვითომკაცები. აუ, რა ძააან ხორცმეტი ვინმეა! <3
აი, რა ვუყო, ორგანულად მეზიზღება და მაწუხებს ეს ზიზღი. მინდა, რომ უბრალოდ მეკიდოს ასეთი ადამიანების არსებობა, მაგრამ ვერ.
და ზიზღი კიდევ ის ნეგატივია, რაც ჩემს ჯანმრთელობა-სილამაზეზე უარყოფითად აისახება მომავალში - აი, ეს მაწუხებს...
მეზიზღება, იმიტომ ასეთ პატარადამიანებს ამოეღებათ ხმა ამ ისედაც დეგრადირებულ ხალხში და კიდევ უფრო მეტად დეგრადირებას ეწყობა ხელი.
მეზიზღება მისი დამცინავი, აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც აფრქვევს შოუებიდან და გადაცემებიდან.
ეს გამომწვევი, ფულისმონა არაკაცი და ცხოვრებისეული მინუსი, ეს. <3
ადამიანის ჰაბიტუსს შინაარსს აძლევს შიგნით არსებული სული, ეგერ ესეთია მაჩვოსულიანი ჰაბიტუსი და სულ რომ წონა დაიკლო, დაიზაგრო, სთილიშ მენი
გახდე, შენი პატარა, არაკაცური თვალებიდან მომზირალ ფუსფუსმაჩვს მაინც ვერსად დამალავ, ნიიიქ. <3
სამწუხაროდ, ეს არაფერს ცვლის, მაინც გააგრძელებ ღადაობას ქართველ, თავისი რომ გასჭრივებია აი, იმ ხალხზე და ჯიბის გასქელებას
იქამდე, რომ როგორმე შენი შუბლის სისქეს დაეწიოს.

გალსტუკიანი მაჩვობა ძირს ! და არაგალსტუკიანიც ! ზოგადად, ყველა მაჩვი უნდა გადავადნოთ მაჩვის ქონად და გავუშვათ წარმოებაში !

ისევ ჩემი დასკვნა, ჩვენ ძაან მაგრად გვბნელა,კიდევ უფრო მეტად გვძმარავს და ახალი მოცემულობა -
არ ვიცით რაში დავხარჯოთ ენერგია, რომელიც წარსული, უარყოფითი გამოცდილების ნიადაგზე იზრდება ეგერ უკვე მესამე ათწლეულია.
იზრდება და იზრდება ჩვენი დეგრადაციის და გამოთაყვანების პროპორციულად, შიმშილის, აწანწალებული კუჭის და მისთანების ნიადაგზე.