ავტომობილების იმპორტიორები და დილერები დღეს ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ
09:30 10-12-2016
ავტომობილების იმპორტიორები და დილერები დღეს ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ დიღომში, ოლიმპიური სტადიონების ავტოსადგომთან, დღს, ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი აპროტესტებენ აქციზის გაძვირებას საწვავზე, ასევე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გასამმაგებას.
”ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობების ფონზე, ეს გამოიწვევს მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას ავტოიმპორტიორებში.
აქციის მონაწილეები 15:00 საათზე მოაწყობენ მსვლელობას და გაემართებიან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით. თბილისში პარლამენტის შენობის წინ კი მოეწყობა საპროტესტო აქცია -პერფორმანსი.
დედაქალაქის პარალელურად აქცია ჩატარდება ქუთაისში - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ზუგდიდის ცენტრშიც”, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...amarthaven.htmlანუ ამბავი იმაზე როგორ აპირებენ ბიუჯეტის დანაკლისის შევსებას

კაი სათამაშო ბიზნესს და სიგარეტს აძვირებ ვთქვათ, ტრანსპორტის განბაჟებას რატომ ასამმაგებ თუ ცოტა ტვინი გაქვს?
თბილისის ფიტები მარტოა მარჯვენასაჭიანები?
მაშინ როცა რეგიონებში ეკონომიკა უნდა განვითარდეს და ტრანსპორტი მაგის ნაწილია, ეუბნები რომ იცი რა თბილიში
იმდენი მარჯვენასაჭიანია სულ ფეხებზე მკიდია შენ სოფელში რისი ყიდვა შეგიძლია და რა დაგიჯდება..
ან თბილისშიც რა გაემტყუება ხალხს, უნდა დასვა მერია/პარლამენტის ხალხი ყოველდღე დილა-საღამოს ბოგდანებზე და ფეხზედგომით ამგაზვრო.
ისიც არ გაგიკვირდეთ ტექ.დათვალიერება რომ შემოვა უკვე განბაჟებული მარჯვენებიც რომ ვერ გაივლიან <3