თქვენ ცოტა ხო არ
ალიან,ძალიან ვეცადე რაიმე ლოგიკა დამენახა იმ ბოდვაში, რასაც პარტიის რეფორმირების გეგმად გვასაღებენ.
კიდევ ვცდი-თქვენთან ერთად
აი თან ვიმსჯელებ და თან დავწერ:
1. მეასეჯერ ვწერ უკვე : პარტიის წესდებაში ორი პუნქტი-"პარტიის თავმჯდომარე" და "პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე" აბსოლუტურად იდენტურია. ანუ ბაქრაძის უფლებამოსილებები იოტისოდენადაც არ იცვლება პარტიის თავმჯდომარის სტატუსზე თუ გაცვლის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სტატუსს.
ანუ ეს მოთხოვნა ბლეფია.
2.ამის შემდეგ ჩნდება კითხვა-თუ მთელი ამ ვაკხანალიის მიზანი ბაქრაძის პარტიის რეალურ ლიდერად ქცევაა, რა უშლით ხელს მართლა მიანიჭონ რეალური ძალაუფლება და პარტიის ამჟამინდელი არაფორმალური მმართველი გიგა ბოკერია დაკავდეს საპარლამენტო საქმიანობით.
ამის მცდელობასაც ვერ ვხედავთ- და ეს მკაფიოდ ჩანდა პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზეც, სადაც პროცესებს მთლიანად ბოკერია მართავდა.
3. მიუხედავად იმისა, რომ პირველი და მეორე პუნქტებიდან ცხადად ჩანს, რომ ბლეფია ეს "თანამდებობანა",
მაინც განვიხილოთ შემდეგი "არგუმენტი":
"პარტიაში მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობა უნდა დამთავრდეს"
უკაცრავად და აბა ერთპიროვნული მმართველობა?
პოლიტსაბჭომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სულ ოთხი თუ ხუთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და არცერთხელ (!!!) არ გასულა მიხეილ სააკაშვილის პოზიცია.
ანუ ცხადია, რომ ეს არგუმენტიც ბლეფია.
4. შემდეგი არგუმენტია "შიდა დემოკრატია"
ის ისტერიკა, რაც ფართო წარმომადგენლობითი ყრილობის გამართვის შესახებ პოლიტსაბჭოზე ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, სრულიად აბათილებს ამ არგუმენტს.
დიახ, ქართული პოლიტიკისთვის უპრეცედენტო ფაქტის მომსწრე ვართ.
პარტიის წევრებმა, აქტივისტებმა, მხარდამჭერებმა, ჯანსაღად მოაზროვნე პატრიული თანამდებობის პირებმა იბრძოლეს იმისთვის, რომ პოლიტსაბჭოს წევრები დაერწმუნებინატ შეესრულებინათ მხარდამჭერების უმრავლესობის მოთხოვნა- ჩატარებულიყო ყრილობა 7000 დელეგატით , დელეგატების შერჩევის სამართლიანი დემოკრატიული წესით.
თითქოს უნდა მოგვწონდეს ეს არა?
5. და აი აქ იწყება სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ესაა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და ჩვენ ყველა ბრმად დავემორჩილეთ მას.
დიახ, მიხეილ სააკაშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დაემორჩილება პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებას, ოღონდ მომხრეა ეს ყრილობა იყოს ფართო წარმომადგენლობით და მოუწოდა პოლიტსაბჭოს მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება.
უკაცრავად და ვინ ჩამოართვა სააკაშვილს საკუთარ პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე აზრის გამოთქმის უფლება ან თუნდაც თავის მოსაზრებაში პარტიის წევრების დარწმუნების უფლება?
სააკაშვილს კი არა , მე მაქვს ამის უფლება.
მე, რომელიც პარტიის წევრიც კი არ ვარ, ვიყავი რეგიონებში, შევხვდი ადამიანებს, შემდეგ დავწერე პეტიცია ამ მოთხოვნით, შევაგროვე ხელმოწერები და მხარდამჭერთა სახელით გადავეცი დავით ბაქრაძეს და სააკაშვილს ფბ სტატუსის უფლებაც არ ჰქონდა?
ან თუნდაც ახლა რას ელოდებიან საკაშვილისგან, რას ითხოვენ?
დაიხიოს უკან, დათმოსო-ესეც მომისმენია.
რა დათმოს? თანამდებობა, რომელიც არ უჭირავს?
თუ გამოგვიცხადოს- რატომ მიჭერთ მხარს, ერთი თქვენი დედაც, არაფერში მჭირდებითო- ოთო კახიძესავით?
თუ მართლა სერიოზულად ფიქრობთ, სააკაშვილი რომ გვეტყვის შეიყუარეთ და გახადეთ ლიდერად იგი ბოკერია-ო
ჩვენ მართლა ცხვრის ფარასავით მორჩილად დავხრით თავს და "უსააკაშვილო" ნაცმოძრაობის ისეთივე თავგადადებული მხარდამჭერები ვიქნებით, როგორიც ვიყავით? როგორ არ გვიცნობთ, როგორ ცუდად გვიცნობთ

მგონი ამოვწურე ასე ვთქვათ "საგარეო" და "ოფიციალური" არგუმენტები.
ხომ ასეა?
ჰოდა ახლა გადავიდეთ იმაზე, რაზეც არჩევნებამდე საჯაროდ კრინტს არ ძრავდნენ,(დაძრავდნენ და იცოდნენ რა შედეგსაც დადებდნენ), შემდეგ ნელ ნელა კულუარულად დაიწყეს ლაპარაკი, შემდეგ პოლიტსაბჭოზე ღიად განაცხადა ბოკერიამ და ახლა უკვე დაუფარავად წერენ სოც ქსელებში.
"სააკაშვილი ელექტორალურად წამგებიანია"
აი რა გინდა ამაზე უპასუხო?

ახალი სახეებით არჩევნებზე ენმ წარდგენას ჩვენ ყველა ერთხმად ვუჭერდით მხარს და პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილი-ეს ყველა გვახსოვს.
მაგრამ ამავე დროს გვესმოდა ისიც, რომ ენმ-ს ხალხი მხარს უჭერს მხოლოდ და მხოლოდ აღმშენებლობის ცხრა წელთან ბმის გამო.
თუ ეს ბმა ჩაიხსნება, ოთო კახიძეს, ელენე ხოშტარიას, სალომე სამადაშვილს -500 000 ადამიანი ხმას არ მისცემდა და არ მისცემს.
ერთხელ დავწერე და გავიმეორებ, ვთქვათ გადავმალავდით ყველა "ძველ" სახეს ბუჩქებში, გადაირეოდა ამომრჩეველი და მისცემდა ოთოს პარტიას ხმას- შემდეგ ეს "ძველები" ბუჩქებიდან გამოვიდოდნენ და ხალხს "ჭიტაო" დაუძახებდნენ?
სისულელეა ხომ? რასაკვირველია სისულელეა.
აჰ, მარტო სააკაშვილი უნდა გადაგვემალა? რას ბრძანებთ

და ვინ თქვა, რომ სააკაშვილი სძულთ შუაშისტებს და ბოკერია გოგორიშვილი, თარხნიშვილი, გაბაშვილი, თარგამაძე უყვართ?
მე მგონი ამაზე სერიოზულად ლაპარაკიც კი სირცხვილია.
რაც მთავარია, მოიძებნება კი ქვეყანაში იმდენი შუაშისტი, პარტიიდან მიშას საბოლოო ჩამოცილებით რომ მოტყუვდება და ენმ მხარდამჭერი გახდება, რომ გადაფაროს იმ მხარდამჭერთა რაოდენობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აძლევს ხმას და რომლებსაც გარანტირებულად დაკარგავს ნაცმო?
ნეგატივი, რომელიც აიკიდა ნაცმოძრაობამ რეალური თუ მითებით და ბინძური ბრალდებებით დიახ, ძირითადად მთავარ ფიგურას, მიხელ სააკაშვილს უკავშირდება-ეს ლიდერის ტვირთია (და პარტიას თითიც არ გაუტოკებია ამ ნეგატივის მოსაცილებლად გარდა სრულად არაგულწრფელი და არაფრისმომცემი თავზე ნაცრის დაყრის კამპანიისა.)
დიახ ასეა, მაგრამ პოზიტივიც, რის გამოც აძლევს ხალხი ხმას ნაცმოძრაობას რომ ძირითადად სააკაშვილთანაა ასოცირებული, ამას რაღა ვუყოთ?
არის კიდევ ერთი "არგუმენტი"- სააკაშვილი დასავლეთისთვის მიუღებელი ფიგურა გახდა"
ეს ისეთი საინტერესო თემაა-ცალკე სტატუსს იმსახურებს

კარგი, დავუშვათ მე რაღაცას ვერ ვხედავ და ვერ ვხვდები და მართლა გულწრფელად სჯერათ, რომ როგორც პარტიის რეალური თანამმართველი ქალბატონი ქადაგებს, "პროგრესისთვის" საჭიროა ენმ სააკაშვილის ფიგურისგან დისტანცირდეს, სრულიად ჩაიხსნას იგი პარტიის მართვიდან.
ამის გაკეთება ხომ ამ ბინძური, გულისამრევი კამპანიის გარეშეც შეიძლებოდა?
სააკაშვილი უკრაინაშია, ძალიან სერიოზულ ბრძოლაში ჩაერთო, ნაკლები დრო ექნება პარტიისთვის ისედაც, პოლიტსაბჭოს სხდომებზე სკაიპში ჩართვისას მისთვის წინააღმდეგობის გაწევა გადასარევად გამოსდიოდათ აქამდე, მის დახმარებებს, რჩევებს კი მშვენივრად იღებდნენ და იყენებდნენ აქამდეც გაუხმაურებლად.
პოლიტსაბჭოში უმრავლესობა ჰქონდათ. ჩვენ გაჩუმებულები ვიყავით და არავინ აპროტესტებდა ბოკერიას არაფორმალურ ერთპიროვნულ მმართველობას, მათ შორის არც სააკაშვილი
რა საჭირო იყო ეს ამხელა ბლეფი არარსებულ თანამდებობებზე?
თუ ბოკერიას თავისი არაფორმალური მართვის ფორმალიზება და ლეგალიზება სურდა- გამხდარიყო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ან აღმასრულებელი მდივანი, ან გენერალური მდივანი თუნდაც,
ვინ შეუშლიდა ხელს?

ვის ჰქონდა ორი თავი.
რა საჭირო იყო მხარდამჭერების წინააღმდეგ ასეთი გავეშებული ბრძოლა, რაც თავის მხრივ ასევე უპრეცედენტო მოვლენაა არამარტო ქართულ არამედ მსოფლიო პოლიტიკაში.
რას ნიშნავს ეს "ჯოგი", "ზოოპარკი"
რატომაა ეს ზრდასრული ხალხი ასეთ ისტერიკაში, ფაქტიურად ფსიქიური აშლილობის ზღვარზე?
რაებს კადრულობენ - პოლიტსაბჭოზე უმსგავსო სცენებიდან დაწყებული (ხათუნა გოგორიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ტფუიო- ფაქტიურად მიაფურთხა თანამებრძოლებს, გიგა ბოკერია კი პეტიციის გადასაცემად მისულ ხალხს -ვინ მოათრია ესენი აქ, გავალ და ვაგინებო-გვემუქრებოდა.) და რეგიონებში დელეგატებზე გამოცხადებული ნადირობით დამთავრებული.
სოცქსელებში აღვირახსნილ ბინძურ კამპანიაზე, სუსის ბოტებთან უნისონში აღარაფერს ვამბობ.
რატომ და:
სინამდვილეში მთელი ის ილუზორული კონსტრუქცია, რაც ზემოთ ჩამოვაყალიბე, ფარავს ერთ რეალურ, ამორალურ, მახინჯ მიზანს:
სააკაშვილი საჯაროდ, მთელი მსოფლიოს დასანახად, საკუთარმა პარტიამ უნდა "გადააყენოს" არარსებული თანამდებობიდან.
აი ეს სათაურები უნდა გაჩნდეს რუსულ მედიაში.
სააკაშვილს "სჯის" ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, ბიძინა და პუტინი.
ესაა და ეს.
სამწუხაროდ.
არ ვიცი, ეს ვალდებულებაა თუ ბოკერიების კლანის მიზნები უბრალოდ ემთხვევა ბიძინას და პუტინის მიზნებს სააკაშვილთან მიმართებაში.
ამაზე სპეკულაციებს ვერ დავიწყებ.
"... არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.".

პოსტი რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო.
This post has been edited by Chxikvia on 22 Dec 2016, 21:55
ОАО Газпром-ოცნებები სრულდება.