#49488570 · 14 Dec 2016, 20:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Melano
QUOTE | ხალხმა დაკარგა სტაბილურობის განცდა გაიგეთ ეს არსებობენ ადამიანები ვისაც საკმარისი შემოსავლები აქვთ მაგრამ დღევანდელი დღით არ ცხოვრობენ გათვლა უნდათ სიტუაციის წინ წაწევა უკეთესად ყოფნა ამ ხალხს აღარ აქვს სტაბილურობის შეგრძნება |
სტაბილურობის განცდა არასოდეს მქონია მე საქართველოში... ჩემი ასაკისა და ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ყოველთვის კარგი ხელფასი მქონდა, 20 წლის ასაკიდან... მაგრამ სტაბილურობის განცდა არასოდეს მქონია და გრძელვადიანი საქმისთვის არ მომიკიდია ხელი... დრომ აჩვენა რომ არც შევმცდარვარ... დღეს უფრო ნაკლები სტაბილურობის განცდა მაქვს იმიტომ, რომ ჩვენთან კი არა მთელ რეგიონშია კრიზისი... იგივე ხდება აზერბაიჯანში თუნდაც, ამიტომ არ განვიხილავ ლარის კურსს მთავრობის არასწორი ქმედებების შედეგად... მაქსიმუმ 2.3 ყოფილიყო 2.5-ის ნაცვლად, იდეალურად რომ ემუშავათ... აგერ აზერბაიჯანში არც მთავრობა შეცვლილა და არც მათი ეკონომიკური პოლიტიკა, მაგრამ იგივე დღეშია მათი ვალუტაც, დოლართან მიმართებაში... რა თქმა უნდა დიდი ვერაფერი ხეირია ეს ამბავი, გულს ვერ დავიმშვიდებ იმით აზერბაიჯანშიც იგივე ხდება ან ჩვენს მტერ რუსეთში უარესი მეთქი.... მაგრამ ნაციონალებს საითაც მიყავთ ეს ყველაფერი, რომ ეს კრიზისი ახლანდელი მთავრობის ბრალია და ისინი რო ყოფილიყვნენ ყველაფერი კარგად იქნებდა, მაღიზიანებს იმიტომ, რომ უტიფრობაა... არაფერი უკეთესობა არ იქნებოდა, თუ უარესობა არა... უბრალოდ ესე მოხდა რომ ლარი მდგომარეობა დღეს ბევრად ცუდია, ვიდრე ნაცების დროს... რეგიონში რაც ხდება, იმის შემხედვარე რეალური პერსპექტივაც არ ჩანს ეკონომიკური განვითარების... მაგრამ ნაცები რო დაბრუნებაზე და ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანაზე ლაპარაკობენ და მათი მრევლიც აყოლილია მაგას, ეგ მაღზიანებს... მაგას ისევ ეს დღევანდელი არასტაბილური და არაპერსპექტიული ქვეყანა მირჩევნია... .
მოკლედ აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი... ქვეყანა ცუდ დღეშია... უბრალოდ ნაცების დდშვც, უარესი იქნებოდა ეგენი რო იყვნენ ისევ..
This post has been edited by Frankens†ein on 14 Dec 2016, 20:36
--------------------
Mens sana in corpore sano...
|