ძალიან ბევრ სოფელს ელექტროენერგია კომუნისტების შემდეგ თვალით არ ჰქონდა ნანახი ან ძაბვა ისეთი დაბალი იყო, რომ მოსახლეობა საოჯახო ტექნიკის ჩართვას ვერ ახერხებდა. ეს არ იცოდი, თუ არ გინდა დაიჯერო?!
განათებული უშუქო სოფლები: ღართა, გოსტიბე, ცხავერი, ოქროსოფელი, გაგლოანთუბანი, ზემო ქსოვრისი, უტისუბანი, ლელეთი, ჭრემი, კაწალხევი, კარსანი, ბევრეთი, ჭიაურა, გრძელველი... ყველას ვერ მოგახსენებ, შეგიძლია დაგუგლო
ჩემი ოჯახის მაგალითს მოგიყვანთ. ეხლა უფრო მეტ ენერგიას მოვიხმარ ვიდრე უწინ. ადრე სად იყო ამდენი ტექნიკა რაც ეხლა გვაქვს?!
ერთი ტელევიზორი გვქონდა და ყველა მას ვუყურებდით. ამჟამად 3 ტელევიზორი გვაქვს მუდმივად ჩართული, გემოვნებისდა მიხედვით ვნაწილდებით და ისე ვუყურებთ ან შეიძლება არც ვუყურებდეთ, მაგრამ მაინც ჩართულია. კომპიუტერი, ნოუთბუქები, უთო, სამზარეულოში მაცივარი, კომბაინები, პურის საცხობი... და უამრავი წვრილმანი ტექნიკა, სარეცხის მანქანა, თმის უთო და ფენი. გოგონები იმდენჯერ ისწორებენ თმას შეიძლება ჭკუიდან გადადგეს კაცი