Breaking: Doug Casey Predicts New FedCoin Micro Chip To Replace US Currency Next Few Months
Doug Casey პროგნოზირებს, რომ ახალი FedCoin (ფედკოინ) მიკრო ჩიპი, შეცვლის შეერთებული შტატების ვალუტას უახლოესი თვეების განმავლობაში
* * *
https://bitcoinmagazine.com/articles/fedcoi...sing-1424312468The idea of a government-sponsored digital currency has been around for quite some time. See, for example, the unconfirmed rumors reported in a March, 2013 discussion on the Bitcointalk forum titled “Fedcoin: A centrally-issued alternative to peer-to-peer currencies.”
Now U.S. economists are taking it seriously.
On February 3, David Andolfatto, Vice President of the Federal Reserve Bank of St. Louis, wrote a blog post based on a presentation he gave at the International Workshop on P2P Financial Systems 2015. The title of the blog post is “Fedcoin: On the Desirability of a Government Cryptocurrency.”
Andolfatto’s central thesis is that the government could solve the problems of digital economies as follows:
“Imagine that the Fed, as the core developer, makes available an open-source Bitcoin-like protocol (suitably modified) called Fedcoin. The key point is this: the Fed is in the unique position to credibly fix the exchange rate between Fedcoin and the USD. [Consumers and businesses] will have all the benefits of Bitcoin – low cost, P2P transactions to anyone in the world with the appropriate wallet software and access to the internet. [I]n short, Fedcoin is essentially just like digital cash. Except in one important respect. Physical cash is still a superior technology for those who demand anonymity.”
* * *
http://www.commersant.ge/?m=5&news_id=41214მსოფლიოს წამყვანი კომერციული თუ ცენტრალური ბანკების მხრიდან ციფრული ვალუტის მიმართ ინტერესი იზრდება. თუ ერთ დროს ისინი კრიპტოვალუტას სკეპტიკურად უყურებდნენ, დღეს კომერციული ბანკები ახალი ციფრული ვალუტის გამოშვებას აანონსებენ, ცენტრალური ბანკები კი მის დადებით მხარეებს სწავლობენ. უკვე ცნობილია, რომ 2018 წლიდან მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი კიდევ ერთ ახალ ციფრულ ვალუტას გამოუშვებს.
გახდება თუ არა ახალი ციფრული ვალუტა ბიტკოინის კონკურენტი და ხომ არ ემუქრება როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში რაიმე საფრთხე ბიტკოინს, ამასთან დაკავშირებით "ბიტფური გრუპის " წარმომადგენელს ეფრემ ურუმუშვილს ასეთი პასუხი აქვს - „ახალი ციფრული ვალუტა ბიტკოინისთვის პრობლემა არ იქნება. ძალიან ბევრი ბანკი შექმნის საკუთარ კრიპტო ვალუტას, მაგრამ დრო აუცილებლად უჩვენებს მათაც და ბაზრის ყველა მოთამაშეს, რომ ბიტკოინ-ბლოკჩეინს ალტერნატივა არ გააჩნია", - აცხადებს ურუმაშვილი.
ელექტრონული, იგივე ციფრული ფული მსოფლიოსთვის და მით უფრო საქართველოსთვის, კვლავ „ახალ ხილად" რჩება. კრიპტოვალუტის ალგორითმი 2009 წელს სატოში ნაკამოტომ შექმნა. კრიპტოვალუტა ციფრული ფულის მზარდი კატეგორიაა, რომელიც ეფუძნება კრიპტოგრაფიულ ალგორითმებს.
ბიტკოინი, ანუ კრიპტოვალუტა, იგივე ელექტრონული ფული, შექმნის დღიდან 6 წლის თავზე 15 მილიონ ერთეულს აღწევს. ერთი ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 450 დოლარია. „მომავლის ფულის" ემისია დამოკიდებულია მსოფლიოს მასშტაბით სისტემაში ჩართულ მრავალ კომპიუტერზე, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ამუშავებენ მონაცემებს, თუმცა ემისია შეზღუდულია და ამ დროისთვის მაქსიმუმი 21 მილიონი ერთეულია.
საქართველოში კი ბიტკოინი 2 წლის წინ გამოჩნდა. "თანაინვესტირების ფონდის" თანადაფინანსებით, 2014 წლის აგვისტოს კომპანია „ბიტფურიმ" კრიპტოვალუტის საპროცესინგო დატა-ცენტრი აამოქმედა, ინვესტიცია 20 მილიონი დოლარი. ერთი წლის შემდეგ, კიდევ ერთი დატა-ცენტრი გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში
გაეშვა. სახელმწიფომ კომპანია „ბიტფურის" პროექტის განსახორციელებლად 185 ათასი კვ-მ მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა. კომპანია ამ ტერიტორიაზე ცენტრთან ერთად ტექნოლოგიური პარკის მოწყობასაც გეგმავს. როგორც ცნობილია, „ბიტფური" საქართველოთი ადგილმდებარეობის გამო დაინტერესდა და მისთვის საგადასახადო რეჟიმიც მისაღები აღმოჩნდა.
საქართველოში არა, მაგრამ მსოფლიოში ბიტკოინს მალე ახალი კონკურენტი გამოუჩნდება. როგორც ცნობილია, მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი ბანკი - UBS, Deutsche Bank, Santander, და BNY Mellon-ი ახალი ციფრული ვალუტის შესაქმნელად გაერთიანდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. შვეიცარიული UBS ციფრული ვალუტის შექმნის პიონერია. იგი დასახელებულ ბანკებთან, ასევე ბრიტანულ ბროკერ ICAP-თან ერთიანდება. პარტნიორებს იმედი აქვთ, რომ ეს იქნება ახალი სტანდარტი საფინანსო სექტორში ფინანსური გარიგებების ქლირინგისა და დარეგულირების მიზნით ბლოკჩეინის ტექნოლოგიით.
Financial Times-სის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ ცდილობენ ბანკები ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან თანამშრომლობას. „დღეს ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ვაჭრობა რთული, ხარჯიანი და გრძელვადიანი პროცესია. ამიტომ ჩვენ გვაქვს მსხვილი ბექ-ოფისები. საუბარია ეფექტურობისა და რაციონალიზაციის გაზრდაზე," - განაცხადა Santander-ის წარმომადგენელმა.
ახალი ვალუტის პირველი კომერციული გამოყენება 2018 წლიდანაა მოსალოდნელი. ბლოკჩეინ ტექნოლოგია არის ალგორითმების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც კრიპტოვალუტებს (მათ შორის ბიტკოინს) ვაჭრობის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ დროს სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები და ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში თაღლითობის საფრთხეს ხედავდნენ, დღეს ისინი ინტერესდებიან, თუ როგორ შეუძლია ახალ ტექნოლოგიას არსებული სიტუაციის შეცვლა.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი, ინგლისის ბანკი და კანადის ბანკი იმ ცენტრალურ ბანკებს შორის არიან, რომლებიც ციფრული ვალუტის დადებით მხარეებს სწავლობენ. ამ სიახლის დანერგვის შემაფერხებელ ფაქტორებად უსაფრთხოება და საბანკო სტაბილურობა სახელდება. ის ადამიანები, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს მხარს უჭერენ, მიიჩნევენ რომ ტექნოლოგიის ფართოდ გავრცელებისათვის კიდევ რამდენიმე წელია დარჩენილი.
"ბიტფური" საქართველოს წარმომადგენლობაში კიდევ ერთი ციფრული ვალუტის შექმნას დადებითად აფასებენ და თვლიან, რომ ის ბიტკოინს პრობლემას ვერ შეუქმნის. „ბიტფურ გრუპის" წარმომადგენელი ეფრემ ურუმაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოში ამ ეტაპზე მოქმედებს 600-მდე კრიპტოვალუტა და თუ შეიქმნება კიდევ ერთი ელექტრონული ფული, ეს იქნება კიდევ ერთი ციფრული ფული.
„რაც შეეხება ბიტკოინს, ის არის დეცენტრალიზებული ვალუტა, რომლის დაცულობა არის 1500 პეტაეშ სიმძლავრის, ეს არის 300-ჯერ მეტი, ვიდრე „გუგლის" დაცულობის სიმძლავრე. გარდა ამისა, „ბიტკოინს" აქვს საკმაოდ კარგი ისტორია როგორც ფასთან მიმართებით, ასევე მან ბევრ გამოწვევას გაუძლო. თუ შექმნიან ბანკები ახალ ვალუტას, ეს არ იქნება პრობლემა ბიტკოინისთვის", - ამბობს ურუმაშვილი.
გახდება თუ არა ახალი ელექტრონული ვალუტა ბიტკოინის კონკურენტი და ხომ არ დაკარგავს ის თავის დანიშნულებას, ეფრემ ურუმაშვილი ამბობს, რომ ეს არ მოხდება. ის ინტერნეტის შექმნის ისტორიასაც იხსენებს და აცხადებს, რომ როგორც ინტერნეტის ერთიანი ქსელი, მომავალში ბიტკოინ-ბლოკჩეინიც დაამტკიცებს, რომ მას ალტერნატივა არ გააჩნია.
„90 წლებში, ვიდრე ინტერნეტს საყოველთაოდ აღიარებდნენ, ყველა ქმნიდა თავის ქსელს, მაგრამ შემდეგ ინტერნეტის უპირატესობა ყველამ აღიარა და შედეგად მივიღეთ ერთიანი ქსელი ინტერნეტის სახით, რომელსაც დღეს და მომავალშიც ალბათ, ალტერნატივა ვერ და არ ექნება. იგივე სიტუაცია იქნება ზუსტად ბიტკოინ-ბლოკჩეინთან დაკავშირებითაც. ძალიან ბევრი ბანკი შექმნის საკუთარ კრიპტო ვალუტას, მაგრამ დრო აუცილებლად უჩვენებს მათაც და ბაზრის ყველა მოთამაშეს, რომ ბიტკოინ-ბლოკჩეინს ალტერნატივა არ გააჩნია", - განუცხადა „კომერსანტს" ეფრემ ურუმაშვილმა.
მისივე მოსაზრებით, მომავალში ყველა ციფრულ ვალუტას ინტერნეტივით გააერთიანებს ბიტკოინ-ბლოკჩეინის ტექნოლოგია, ეს გარდაუვალია და ამაში მალე დარწმუნდება როგორც საზოგადობა, ასევე ბაზრის მოთამაშე: „შესაბამისად, სხვა ყველა გააკეთებს და გამოიყენებს ბიტკონის-ბლოკჩეინის დაცულობის ელემენტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინი უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალში კრიპოტო-ციფრული ვალუტების ბაზრის კონსოლიდაციაში", - ამბობს ურუმაშვილი.
გახდება თუ არა ახალი ციფრული ვალუტა ბიტკოინის რეალური კონკურენტი, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მორიგი კრიპტოვალუტა ბაზარზე ჩაეშვება. მანამდე კი შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინი უკონკურენტოა და როგორც დასავლური ბიზნეს გამოცემები წერენ, ყველაზე მზარდი მოთხოვნა სწორედ მასზეა.
* * *
დასავლეთელი რელიგიური ფილოსოფოსი ბენჯამენ კრიპი ასე გვისახავს ანტიქრისტეს გამოჩენას: „მსოფლიო მოძღვარი დანიშნულ დღეს საჯაროდ გამოაცხადებს საკუთარი თავის შესახებ. არ იფიქროთ, რომ იგი მოვა როგორც სულიერი მოძღვარი, ანდა როგორც რელიგიური წინამძღოლი. იგი მოვა როგორც მესია ჩვენი დროისა: გამოვა ხოლმე ტელევიზიით, და ყველა ეროვნებისა და ტომის ადამიანს საშუალება ექნება იხილოს ხოლმე იგი და მოუსმინოს კიდეც მას - თითოეულს თავის მშობლიურ ენაზე... მას აღიარებს ყველა ეროვნება და ხალხი, იმიტომ, რომ მას შეეძლება საზოგადოების ყველა პრობლემის გადაწყვეტა და კაცობრიობის გამოყვანა მსოფლიო კრიზისიდან. ეს იქნება თანამედროვე იდეების მქონე ადამიანი, დაინტერესებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტაში. ყველა არსებული რელიგია თავის მხსნელად აღიარებს მას. ებრაელებისათვის იგი იქნება მესსია, „ქრისტიანთათვის“ - ქრისტე, ბუდისტებისათვის - ბუდა... მისი მიზანი იქნება კაცობრიობის შეყვანა სოციალურ-ეკონომიკური წყობილების ახალ ერაში.
იგი დაიწყებს ერთიანი რელიგიის შექმნას მთელი კაცობრიობისათვის. და ვინც არ მიიღებს ამ რელიგიას, იგი განადგურებულ იქნება. ცხადია, რომ ეს რელიგია ქრისტეს გარეშე იქნება, ჩვენი უფლისა და ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, და ამიტომაც ყოველი, ვინც კი ერთგული დარჩება ქრისტესი, მოსპობას დაექვემდებარება.
ეს ცრუ-მესია თავის მოქმედებას, ალბათ, დასავლეთში დაიწყებს. იგი სწრაფად მოიპოვებს მთელი მსოფლიოს აღტაცებულ სიმპათიას თავისი „კაცთმოყვარე“ მოღვაწეობის წყალობით. ხოლო როცა მთელი კაცობრიობის მეფე გახდება, იგი აშკარად გამოავლენს თავს როგორც საღმრთო წერილის „მხეცი“, „კაცი ცოდვისა“ და „ძე წარსაწყმედელისა“ (იხ. II თესალონიკ. 2,3; 2,7-12).
მომზადება მისი გამოჩენისა და გამეფებისათვის უკვე დასრულებულია.
ყველაფერი დაიწყება ფულის გაქრობით, რომელიც ამჟამად მთელს მსოფლიოში მოქმედებს, და მისი შეცვლით ე.წ. „ელექტრონული ფულით“. ერთადერთი დოკუმენტი იქნება ელექტრონული ბეჭედი ადამიანის შუბლსა, ან მარჯვენა ხელზე. უკვე შექმნილია გიგანტური კომპიუტერი ბელგიაში, რომელშიც დაცულია მონაცემები დედამიწის ყოველ ადამიანზე“. ამ კომპიუტერს ასეც ჰქვია - „მხეცი“. მხეცის რიცხვი - 666 - უკვე დამკვიდრებულია ცხოვრებაში. უმთავრეს ფირმებს ამერიკაში რომლებიც იარაღს აწარმოებენ, სწორედ ეს ნომერი - 666 აქვთ! ყველა ავტობუსსა და მსუბუქ ავტომანქანას ისრაელში ასევე ეს რიცხვი აქვთ და ა.შ.
http://www.orthodoxy.ge/skhva/antiqriste_2.htm