webtura არ გამოვა ეგ პერპენტუმმობილე

რაც იმ ბორბლის დასატრიალებლად ენერგია უნდა დახარჯო იმ ბორბალზე მიერთებული გენერატორი უფრო ნაკლებს მოგცემს. ის გენერატორი იმ ენერგიაზე ნაკლებს იძლევა ვიდრე მის დასატრიარებლად დაიხარჯება.
როგორც კი გენერატორის წრედს დატვირთავ ანუ მისგან აკუმულატორი დენის წაღებას დაიწყებს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევს ის ბორბალს. საბოლოო ჯამში სწორ ზედაპირზე მის მიერ აკუმულატორზე მიცემულ ენერგიასთან შედარებით მის სატრიალებლად დახარჯული ენერგია მეტი იქნება.
ერთადერთი დაღმართზე ექნება მეტი გამომუშავება ვიდრე იმის დასატრიალებლად დაიხარჯება იმიტომ რომ დაღმართზე ინერციის ძალა ემატება რომელსაც უკვე უფასოდ მიჰყავს მანქანა.
ის წყალიც თავის ვარდნის ენერგიას გადასცემს და ვარდნის ენერგია გარდაიქმნება ელექტრო ენერგიად. თან ის ვარდნის ენერგია ცალკე ენერგიაა, ბუნების მიერ მოცემული.
იგივე ვარიანტია ამ ბორბალზე მიერთების ,რაიმე სიმაღლეზე ნასოსით რომ ისევ ააქაჩინო წყალი ამ წყალზე დაყენებულ გენერატორ მიერთებულ ნასოსს და იქიდან ისევ დაეშვას და გენერატორი დაატრიალოს. ამ შემთხვევაშიც ის წყლის აქაჩვა უფრო მეტ ენერგიას წაიღებს ვიდრე მოგცემს და ისევ წონასწორობა დამყარდება და გაჩერდება.
This post has been edited by Moen23 on 20 Dec 2016, 12:05