#49534671 · 20 Dec 2016, 20:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
passko
| QUOTE | მე-9 გვერდზე გიპასუხე (საკმაოდ ვრცელი პასუხი იყო), მაგრამ როცა ერთი სიტყვა ჩავასწორე, მთლიანი პოსტი წაიშალა.
|
| QUOTE | მყისიერებაზე დაფუძნებული ძალაუფლება და სარგებელი თუ არ გარდაისახა თავგანწირვასა და ღირსებაში, რომლებიც დროს ეფუძნებიან, საყოველთაო დადებითი ცვლილებები მხოლოდ იდეათა სამყაროს კუთვნილებად დარჩებიან.
|
შევნიშნავ: რაც შეეხება დაფუძნებულობას: სიკეთისა და სარგებელის მომტანი ძალაუფლება იმთავითვე, თავის საწყისშივე ეფუძნება თავგანწირვასა და ღირსებას. რადგან თუ ამას არ ეფუძნება, მას არ ძალუძს ამად გარდაქმნა.
რაც შეეხება მყისიერობას: მოვლენა აღიქმება როგორც მყისიერი, მხოლოდ იმიტომ რომ დამკვირვებელს თვალი არ მიუდევნებია გარკვეულ წინაპირობათა /ფენომენთა/ შეუღლებისა და განაყოფიერებისათვის, რის შედეგადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ 'მყისიერად იშვა" მოვლენა, რომელმაც თავისი სტადიალური ფორმები მავანთა ცნობიერების თვალსაწიერის მიღმა განვლო. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს 'მყისიერობის "აღქმას.
რამდენი რამაა რაც შენი როგორც სამყაროს ცნობიერი წევრისათვის აღქმადი და გასაგებია. მაშინ, როცა შენთვის კარგად ნაცნობი და პროგნოზირებადი შედეგი მავანთათვის "ერთ მშვენიერ დღეს" მყისიერად გაცხადდება , როგორც ფრიად არასასიამოვნო ან ფატალური აქტი.
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში. (c) დათიკო
|