კიი,ჰქონდათ საერთოდ ძველ ბერძნებს შესანიშნავი უნარი,ისტორიის თუ მითების გაყალბების თუ საკუთარი ვარაუდების გადმოცემის,
ეს პროკლე იყო თუ პლუტარხი თუ სხვები,ჰომეროსიც.
დიახ,ცნობილი იყო ეს გეომეტრიული თეორემა ძველ ეგვიპტეშიც,ბაბილონშიც,ჩინეთშიც,ინდუსებშიც,
პითაგორამდე დიდი ხნით ადრე.
DER PYTHAGOREISCHE LEHRSATZ-
ეს პატარა წიგნი გამოიცა მათემატიკის პოპულარიზატორი,გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორის,გერმანელი, ვალტერ ლიტცმანის მიერ.(Prof.Dr.W.Lietzmann)
აქ შეაგროვა ავტორმა უამრავი მასალა გეომეტრიის,ალგებრის,არითმეტიკის შესახებ და ყველა ეს მასალა დააჯგუფა
უცნობილესი,უმნიშვნელოვანესი "პითაგორას თეორემის" გარშემო.
ვან დერ ვარდენი(Waerden)-ჰოლანდიელი მათემატიკოსი-ძველი სამყაროს(ძველი ეგვიპტის,ბაბილონის,საბერძნეთის)
მათემატიკის ისტორიისა და ასტრონომიის ერთ/ერთი დიდი სპეციალისტი.
მაგ.ძველი ეგვიპტელები, მივიდნენ გეომეტრიამდე მიწის ფართობების აზომვებთან დაკავშირებით(პირამიდების მშენებლობა)
და ეს სულაც არ არის გასაკვირი... საჭიროებამ გამოიწვია...
არსებობს ბუნებრივი მოძრაობა წინ,არასრულყოფილებიდან სრულყოფილებისაკენ!
არსებობს ბუნებრივი გადასვლა გრძნობითი აღქმიდან გონივრული ცოდნისკენ.
როგორც ცნობილია ,პითაგორამ დიდი დრო დაჰყო ეგვიპტეში...
ჰოოდა,წამოიღო საბერძნეთში ეს ცოდნა,არა მხოლოდ ეს...
მოკლედ,მკვლევარ/მეცნიერების უმრავლესობის მიხედვით,
პითაგორა/პითაგორელებმა აქციეს ეს,გეომეტრიული ცოდნა, ნამდვილ მეცნიერებად.
ასე რომ შეიძლება "დავაბრალოთ"გეომეტრიულ/არითმეტიკული გასხივოსნება ძველ ეგვიპტელებსაც,ძველ ბერძნებსაც...
თუ გნებავთ,ძველ კოლხებსაც.
მსოფლიო მითოლოგები ხომ ამტკიცებენ,
რომ კოლხი აიეტის ძმა-აქციუსი,როდოსიდან გადასახლდა ეგვიპტეში.
რომ ეს მან დაარსა სოლიარული კულტების მზის ქალაქი ეგვიპტეში-ჰელიოპოლისი.
რომ ეს მან გაავრცელა ეგვიპტეში ასტრონომია,ასტროლოგია და სხვა ცოდნა.
აქედან კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა...
"შეიცან შენი თავი და შენ შეიცნობ სამყაროს, ღმერთებს"-
წარწერა დელფოს ტაძარზე.
მეცნიერების კიდევ ერთ გასხივოსნებას შევეხები.
ჩემის აზრით,ბოლო წლებში ყველაზე ღირსშესანიშნავი აღმოჩენაა მედიცინისა და ბიოლოგიის სფეროში,
შეიძლება ითქვას საერთოდ მეცნიერებაში-
დნმ-ის სპირალური სტრუქტურის აღმოჩენა-
ეს,დაფიქსირდა 1953 წელს!
უცნაურია,რომ დაფიქსირდა ჟურნალ "Nature"-ის მხოლოდ ერთ გვერდზე.
აქედან იწყება კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერა,დნმ-ის ერა!
გავიგეთ,რომ ცოცხალი ორგანიზმები ინსტრუქციის მიხედვითაა აგებული.
გავიგეთ,რომ დნმ გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია.
საინტერესოა,კიდევ რა მნიშვნელოვანი აღმოჩენები გველოდება წინ?!
ალბათ,ძნელი წარმოსადგენია,რა მოხდება,როცა ადამიანის 86-100 მილიარდი ნეირონი აღიგზნება?!
რა მოხდება,თუ ადამიანების ემპატიაზე პასუხისმგებელი,ცივილიზაციის გამომძერწავი სარკისებრი ნეირონები,რომლებიც ათიოდე წლის წინ აღმოაჩინეს მეცნიერებმა,
განაგრძობენ განვითარებას,ევოლუციას?!
სანამდე მიგვიყვანს ეს?!
ალბათ,ახლო მომავალში,ადამიანები იმდენად კარგად გაარჩევენ სხვა ადამიანებს...მათ უმცირეს მოძრაობასაც კი,ინტონაციას,მიმიკას...
თანამედროვე ადამიანები მათ ნამდვილ ტელეპატებად აღიქვამენ(დღესაც არსებობენ ასეთი ერთეულები)
ხოლო ისინი,დღევანდელ ადამიანებს-პრიმიტიულ მაიმუნებად?!
ალბათ, სიცოცხლის წარმოშობის მისტერია სრულად იქნება ამოხსნილ/გაგებული,მეცნიერულ დონეზე!
გისურვებთ ყველას,ყველას,ყველას გასხივოსნებებს...ჩემს თავსაც!