მეოთხე სტადიის სიმსივნეზეა ლაპარაკი, ეჭვი მეპარება, მხოლოდ ბიუროკრატიული შეფერხებების გამო დამდგარიყო ფატალური შედეგი. ხუმრობა არაა თავში აღმოჩენილი მე-4 სტადიის კიბო.
გადმოსვენება კიდე რავი. სპეცრეისი ნამდვილად არაა აუცილებელი, მაგრამ მშობლებს ახლა ადეკვატურობას ვერ მოსთხოვ.
ან მესაზღვრეს რაში ედარდება (ნუ ადამიანურად შეიძლება ედარდებოდეს კიდეც) საფლავზე მოლოცვილი ვაშლებით მიდის თუ არა მამა, დეპორტი თუ აქვს. რა ვაშლები, რისი საფლავი
მთავრობის დადანაშაულება ამ ბავშვის სიკვდილში ასე პირდაპირ არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, დაბინძურებულ გარემოში მომატებული რომაა ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი ბავშვებში და მოზრდილებში, ლეიკემიის ამდენი შემთხვევა რომაა, ეგ არის მისახედი. სულ არ მინდა, აქ გავაჩინო ბავშვები და ტყვიით გაჟღენთილი ჰაერი ვასუნთქო.
This post has been edited by subterranean on 5 Jan 2017, 20:10