ჰოდა პაშოლ ონ ნახუი.
ტრიო მანდილი კი ჩემთვის დაბალი დონე და ხიხოობაა. მარშუტკის მძღოლების მუსიკაა.
ცერცვაახლა შემოევა ერთი გამპრავებელი ქალი და გვაჯვავს მაგარს

ან აპარეკა რა ჯანდაბაა. გარყვნილებაა და მეტი არაფერი. მაგ ტრადიციაში სასიკეთო არაფერია.
ახლა ვინმე სტუმარი რომ მოვიდეს სახლში და შვილი რომ შეუგდო ოთახში თურმე ვაჟკაცი კაცის გამოსაცდელად და გამოსაწრთობად

აეეე ბოზიშშშშშ.
ზეცას შახენეო აპარეკავ…
– – –
“ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
“ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
“დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”
“ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
“ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა… თავ დახარა,
“კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა…”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და…)
“… რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და…” –
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,…
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.
ლექსის ავტორი: გიორგი არაბული
ზეცას შახენეო აპარეკავ ანუ სწორფერობა ხევსურეთში
ხალხს ხშირად ერევა ერთმანეთში ფშაური წაწლობა და ხევსურული სწორფერობა და უმეტესობა წაწლობას ეძახის ამ ძველისძველ ადათს,რაც ასე არაა,წაწლობაში შედიოდა წელსზევით ალერსი,კოცნა და ასე შემდეგ,წაწლობის დროს ხშირია შემთხვევები როცა ქალ-ვაჟს შორის ფიზიკური ურთიერთობა ყოფილა.
აი სულ სხვაა ხევსურული სწორფერობა,ეს არის ვაჟკაცის გამოწრთობის და მოთმინების ერთ-ერთი ხერხი,როცა მოუდიოდა ბიჭს სწორფერი მას თან მოჰქონდა სატევარი რომელსაც შუაში იდებდნენ,ბიჭს არავითარი გრძნობა არ უნდა გამოეხატა ქალის მიმართ,მხოლოდ და მხოლოდ საუბრით იფარგლებოდნენ,თუ მათ შორის ფიზიკური ურთიერთობა ხდებოდა გოგოს სოფელი ჩაქოლავდა,ბიჭს კი მოიკვეთდნენ.
ხშირი ყოფილა შემთხვევა როცა სწორფერი გოგო აოჯახებდა ბიჭს,ურჩევდა ვინ უნდა მოეყვანა ცოლად,ერთი სიტყვით შუამავლობდა,ასეთ სწორფერთან ზოგი ვაჟის დედა მიდიოდა და სთხოვდა რომ მისი შვილის სწორფერი ყოფილიყო,ვაჟკაცის სწორფერობაზე და მის წმინდა ადათზე აქვს ლექსი დაწერილი ახალგაზრდა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელს გიორგი არაბულს.
ლექსის სათაურია “ზეცას შახენეო აპარეკავ”,ეს ლექსი შესანიშნავად წარმოაჩენს სწორფერობის ადათ-წესს…ლექსი ასე იწყება.
ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,
ქალავ,შავ თვალს რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ.
აქ უკვე ჩანს რომ ქალისგან მოდის ინიციატივა რომ ჰქონდეთ ფიზიკური ურთიერთობა,ბიჭს ანუ აპარეკას წმინდად მიაჩნია სწორფერობა და სწორფერისგან თვალის გამოპარებაც სწყინს.
”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”
”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
ქალის აქტიურობა ნათლად სჩანს ამ სტრიქონებშიც,რაც აპარეკასაც ურევს ფიქრებს,მაგრამ მაინც უმკლავდება თავისთავში მეორე მეს,ქალის საქციელი ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს მეოთხე-მეხუთე სტროფებში.
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
აპარეკას ცდუნების მიზნით ქალს მოაქვს არაყი,თან აქ ჩანს ისიც რომ არ ემეტება აპარეკა გასაშვებად,სწორფერობა დილაადრიან უნდა დამთავრებულიყო,რათა ვინმეს არ ენახა როგორ გამოდიოდა სწორფერის სახლიდან ვაჟი,აქ კი აპარეკას დასარჩენად ქალმა სასმელი მოიტანა,მთვრალ ვაჟს უკვე გონება ებინდება და შუადღემდე რჩება სწორფერის სახლში.
ქალმა ლუკმა მისცა… თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა…”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და…)
”… რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და…” –
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,…
აი აქ უკვე მთლიანად იხსნება კვანძი,ქალი უკვე აშკარად მიმართავს კაცს,კაცსაც უკვე გონება აქვს ამღვრეული მაგრამ სისხლში გამჯდარი ადათი,ჩვეულება და წესი ახსენდება(რაც აშკარა ხაზს უსვამს აპარეკას ვაჟკაცობას და ტრადიციების პატივისცემას) და ღმერთისგან დარისხებას ითხოვს.იმისიც რცხვენია რომ ასეთი აზრი მოუვიდა თავში.
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.
ეს სტიქონები კი შესანიშნავი ფინალია,დათვისჯვრის გორაზე,სალოცავთან მიდის ცოდვებით დატვირთული კაცი,რომელსაც სწყურია ამ გორის გადასვლა და იცის თუ ეს გორა გადაიარა მერე უკვე თავისუფალია და თავისთავთანაც წმინდა,მსუბუქად გადაუყვება ბილიკს თავის სოფლისკენ.აპარეკა ამ სემთხვევაში უდანაშაულოა და მართლაც გადადის ბილიკს და სუფთა სინდისით ჩადის სოფელში.
მე მიმაჩნია რომ ადამიანი რომელიც ასე სცემს პატივს თავის ადათ-წესებს ვაჟკაცია. აპარეკა ავტორის თვალთახედვით და ჩემი ვარაუდით ნამდვილი ხევსური ვაჟკაცის პროტოტიპია. [urakparaki]
This post has been edited by narikuda on 21 Dec 2016, 23:12
გემშვიდობებით ყველას. მე წავედი ფორუმიდან მეგობრებო.
სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა.
მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს!