თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე შალვა ჯაბახიძე ადასტურებს.
როგორც სამსახურიდან გათავისუფლებული პირები აცხადებენ, მათ განუმარტეს, რომ შტატები შემცირდა. გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის განმარტებით, მომხდარი მთავრობის გადაწყვეტილებას არ უკავშირდება და ეს უწყების ხედვა იყო.
”ჩვენი მიზანია, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონები იყვნენ გასამხედროებული ქვედანაყოფები, სადაც იმსახურებენ არანაკლებ ერთკონტრაქტავლილი სამედროები და ოფიცრებიც, რომლებსაც აქვთ ძირითადად სამხედრო განათლება მიღებული და სამხედრო პოლიციის მიმართულებითაც არიან განვითარებული. ეს იყო მიზეზი მათი გათავისუფლების. ამ ფორმით არ დარჩება სამხედრო ბატალიონები. ვაპირებთ მათ ოპტიმიზაციას. ერთ-ერთი მიზეზი არის გაბერილი შტატები”, - აღნიშნა ჯაბახიძემ.
ჯაბახიძის კომენტარს ტელეკომპანია ”იმედი“ ავრცელებს.
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...havisufles.htmlგიორგი მღებრიშვილი - ადამიანები, რომლებიც ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან თანამდებობებიდან
ადამიანები, რომლებიც ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა სამინისტროში კადრების შემცირება.
მღებრიშვილის თქმით, მის უწყებაში, ისევე როგორც სხვა სამინისტროებში, რესტრუქტურიზაცია დაიწყო.
”ვნახოთ, ჯერჯერობით ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან, თუკი ასეთები იქნებიან. ასევე გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც ვერ დაეწევიან განვითარების იმ ტემპს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ უკვე წელს”, - განაცხადა მღებრიშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...ebobebidan.htmlალექსანდრე ჯეჯელავა - განათლების სამინისტროს სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს 250-მდე ადამიანი დატოვებს
განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს აპარტში დასაქმებულთა რეორგანიზაციას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მინისტრმა უწყებაში დაგეგმილ რეორგანიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რესურსცენტრებში არსებული იურისტების განახევრება იგეგმება. ჯეჯელავას თქმით, რესურსცენტრების 73 რაიონულ განყოფილებაში თითო იურისტი ჰყავდათ და რეორგანიზაციის შედეგად 36-37 იურისტი დარჩება.
„რესურს-ცენტრებთან ერთად შეთანხმებით გადაწყდა, რომ იურისტები სრულად დატვირთული არ იყვნენ. ყველა რესურსცენტრს თითო იურისტი არ სჭირდება და გადავწყვიტეთ რაოდენობა გავანახევროთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ოპტიმიზაცია შეეხო ასევე აუდიტის სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლებს. ჯეჯელავა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით ზოგიერთ შემთხვევაში სკოლებში ინტერნეტ სპეციალისტების მუშაობის ნაცვლად ინტერნეტ კომპანიების მომსახურეობა შეისყიდონ. იგივე ისაუბრა მან პროფორიენტაციის გუნდზე.
„გვყავდა პროფორიენტაციის კოორდინატორები. ეს პროექტი კარგი პროექტია და უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა გაგრძელდეს როგორც არასამთავრობო სექტორთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს აპარტში დასაქმებულთა რეორგანიზაციასაც არ გამორიცხავს. „იქიდან დავიწყებ პირველ რიგში, რადგან არასწორი იქნებოდა ხელი გვეხლო რომელიმე სხვა სამსახურისთვის ისე, რომ ჩვენ თავს გავფრთხილებოდით. განათლების ხარისხთან დაკავშირებულ სამსახურებში კი განათლების თანამშრომლების რაოდენობა და ხელფასებიც მოიმატებს“, - განაცხადა მინისტრმა.
საერთო ჯამში, ჯეჯელავას განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს 200-250-მდე ადამიანი დატოვებს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...i-datovebs.htmlისმის კითხვა იწყება ქვეყნის შენება თუ რღვევა...............................................?