მამა-ჯეMალიპატრულში უნდა დარეკო. ზოგადად ეგ პარკირების სისტემა, ძაან "მაგრაა" აწყობილი

სითიპარკს რო ურეკავ, გეუბნებიან რო ჩვენ არაფერი არ მოგვეკითხებაო, საერთოდო, გარდა იმისა, რო მერია რო გვეტყვის აქ დახაზეთ, დავხაზოთო და მერე ვაკონტროლოთ, საშვის გარეშე ვინმე არ იდგესო. მერიას რო ურეკავ, გეუბნება თუ ვინმე უსაშვოდ დგას, სითიპარკს დაურეკე, თუ ვინმე უკანონოდ ხელს გიშლის დაყენებაში, პატრულს დაურეკეო, მე მარტო ადგილებს გამოვყოფ და მერე სითიპარკი ხაზავსო. პატრულს რო ურეკავ, თუ მოვიდნენ და ვინმე ხელს გიშლის დაყენებაში, მეგობრულად მიაკაჩავებენ და გეტყვიან გააჩერეო, თუმცა მეორე დღეს იგივე განმეორდება.
მაგ კონკრეტულ ადგილზე არ ვიცი როგორაა საქმე, შენ რა სურათებიც დადე, არსად არ ჩანს რომ "ორგანოების თანამშრომელი" უნდა იყო რო გააჩერო. თუმცა ვინაიდან მოდულის შენობაა, პატრული ალბათ მოვა, უხერხულად მოიფხანს თავს და მოპირდაპირე მხარეს გაჩერებას შემოგთავაზებს.

მე შენს ადგილას მაინც ვცდიდი (თუ მართლა არ დგას სხვა არანაირი ნიშანი), ორგანულად ვერ ვიტან ვიღაც ტიპები სითი პარკის დახაზულში მანქანის გაჩერებას რო "მიკრძალავენ" და ბოლომდე ვაწვები ხოლმე.