QUOTE (fenrirhowls @ 25 Dec 2016, 00:54 ) | ნაციონალისტი ვარ მე 14-15 წლიდან და ვიცი ნაციონალიზმი რაც არის! ამიტომ თავისუფლად და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ეგ ხალხი არ არიან ნ ა ც ი ო ნ ა ლ ი ს ტ ე ბ ი, ეგენი არიან ნ ა ც ი ზ მ ი ს იდეოლოგიის მოწამლული ბავშვები, რომლებიც მოიხიბლნენ ადოლფ ჰიტლერის ფრაზებით და წინადადებებით რომელიც ამოიკითხეს ჰიტლერის წიგნში "ჩემი ბრძოლა".. აი, ვისაც გაქვთ წაკითხული ეს წიგნი შედით ქართული ძალის და მისი წევრების ფბ გვერდებზე და ზუსტ მსგავსებას ნახავთ ადოლფის ნაცისტურ იდეოლოგიასა და ამ ხალხის აზროვნებას შორის.
ნაციონალიზმს სახელს უტეხენ და ძალიან მწყდება გული.. ძალიან..  შეიძლება სწორედ ის ადამიანები უდგანან უკან და აფინანსებენ ვისაც საქართველოში ნაციონალიზმის მოსპობა სურს ასეთი ჯგუფების დახმარებით რომ დაანახონ ხალხს: შეხედეთ ხალხო ამ ადამიანებს რას ქადაგებენ ? ასეთია ნაციონალიზმი, ეგი გინდათ ქართველებს ? |
++++
ესენი არ არიან ნაციონალისტები!!!! ნაციონალიზმი არის პოლიტიკური და არა რასობლივ-ეთნიკური მცნება. რასა და ეთნოსი სხვა ხილია, ნაციონალიზმი სხვა.
ნაცია, რაც ნაციონალიზმის მთავარი შემადგენელი ნაწილია, არის ხალხის მასა რომელიც ერთმანეთთან სათანადო კავშირშია რათა შექმნას საერთო სახელმწიფო. ნაციონალური სახელმწიფო კი ნიშნავს ნაციას რომელიც გაერთიანებულია ისტორიულად ან კულტურულად ერთიან გეოგრაფიულ სივრცეში.
ეთნოსი, ქართველი ან სხვა, ამ შემთხვევაში არის ერთ ერთი და არა გადამწყვეტი ან აუცილებელი ელემენტი. საქართველი, ისტორიულადაც და კულტურულადაც, არასოდეს არ ყოფილა მონო-ეთნიკური წარმონაქმნი! ქართველები ისტორიულად ცხოვრობდნენ ბერძნებთან, ებრაელებთან, სომხებთან, ალანებთან, აფსუებთან და სხვა ეთნოსებთან ერთად ერთიან პოლიტიკურ სახელმწიფოებში.
ქართული კულტურა და ისტორია არ არის მონოლითური ერის კულტურის ან ისტორიის ამსახველი, არამედ ის არის მრავალი ეთნოსების ტრადიციების და კულტურის სინთეზი სადაც ქართველურ ეთნოსები ძირითად დამაკავშირებელ ბირთვს წარმოადგენდენ.
ამგვარად ქართული ნაციონალიზმის განხილვა ერთი ეთნოსის საფუძველზე არის ჯერ ერთი ისტორიულ-კულტურულ რეალობას მოწყვეტილი სრული სისულელეა, და მეორეც ერთი იდეოლოგიური ბაზა ან ლეგიტიმურობა არ აქვს რათა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკური მართვა.
ქართული ნაციონალიზმი არის ქართული სახელმწიფოს ინტერესის უპირველესობა ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა ქვეყნის ინტერესისთვის მნიშვნელოვან დარგში. ქართულ სახელმწიფოს კი მისი ყველა მოქალაქეები და არა ერთი ეთნოსი წარმოადგენს. თბილისი წარმოუდგენელია სომხური, იეზიდური, ებრაული, ბერძნული და სპარსული გავლენის გარეშე. მარტო ქართული თბილისი თბილისი ვერ იქნება! ასევე ვერ იქნება მარტო ქართული ვერც ქუთაისი, ვერც რუსთავი, ვერც გორი, ვერც ბათუმი და ვერც სოხუმი. ქართული სახელმწიფოს სიძლიერე სწორედ მისი მოქალაქეები და არა ერთი ეთნოსი იყო და იქნება.
სახელმწიფო როცა იზრუნებს მოქალაქის კეთილდღეობისთვის რათა მისცეს მას განვითარების და თვით-რეალიზაციის ყველა შესაძლებლობა, მაშინ ეს მოქალაქეც იგრძნობს სახელმწიფოსადმი ერთგულების ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, ნაციონალიზმი არის ქართველი მოქალაქის ინტერესში, რადგანაც ძლიერი ნაციონალური სახელმწიფო (თეორიაში) გარანტია მოქალაქის ინდივიდუალური თვით-რეალიზაციის და განვითარებისათვის საჭირო ნიადაგისთვის.
ამ ვიდეოში რაც არის ასახული არის არა ნაციონალიზმი, არამედ ეთნო-შოვინიზმი და ქსენოფობია. ნაციზმიც არ არის რადგანაც ნაციზმს (გერმანულ ნაციონალ-სოციალიზმს) სპეციფიური პოლიტიკური და იდეოლოგიური დატვირთვა ქონდა. ეს არის გაუნათლებელი (პოლიტიკური თვალსაზრისით) ადამიანის გონებაში ჩამოყალიბებული მახინჯი აზრი. ინტერნეტში ნანახი ღრუსული ან სხვა ევროპული "ნეო-ნაცისტურ" სისულელეზე ჩამოყალიბებული თუთიყუშების ჯოგი რომელსაც პოლიტიკურ სივრცესთან არავითარი კავშირი არ აქვს და ამგვარად "ნაციონალიზმს" ვერ დაიბრალებს. ესენი არიან ეთნო-შოვინისტები მაგრამ იმდენად ბეცი ეთნო შოვინისტები არიან რომ გვარის იქით ვერ ხედავენ რომ ბევრი "ქართული" გვარები სწორედ ქართული სახელმწიფოს და სულიერი სივრცის მრავალფეროვნების დასტური არიან ("დასტურ" სპარსული სიტყვაა, სხვათა შორის).
|