რეკორდი: სულ რამდენი ხმა მიიღო ზაზა ფაჩულიამ 2 დღის განმავლობაში?
მთელი საქართველო ცდილობს საქართველოს და "გოლდენ სტეიტის" ლიდერს, ზაზა ფაჩულიას დაეხმაროს და "All Star"-ში მონაწილეობა მიიღოს.
დაუზუსტებული ინფორმაციით, ზაზამ დაახლოებით 60 ათასი ხმა მიიღო 2 დღის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით 5-ჯერ უფრო მეტია, რა შედეგიც გასულ წელს გვქონდა. შარშან ხალხი მას შემეგ გააქტიურდა, როცა Nba-მ პირველადი შედეგები გამოაქვეყნა და ფაჩულია საუკეთესო 15 კაცს შორისაც არ იყო.
მიუხედავად ამ შედეგისა, წელს ჩვენებურის დახმარება კიდევ უფრო გართულდა და ჩვენი ერთი ხმა ნახევარ ხმად გადაიქცა. დანარჩენ 50%-ს მედიის წარმომადგენლები და თვითონ მოთამაშეები შეადგენენ. ჩვენს "მეომარს" ლიგის დასავლეთ კონფერენციაში კიდევ უფრო დიდი კონკურენცია აქვს და მხოლოდ მის გუნდში, დურანტის და გრინის გასწრება სჭირდება.
ასე, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაქტიურდეთ და დავეხმაროთ ფაჩულიას, რათა ისტორიაში პირველად ქართველმა "All Star"-ში მიიღოს მონაწილეობა.