ვისაც გეზარებათ წაიკითხეთ, ვისაც არა და თქვენც წაიკითხეთ...
ყველაფერი იქედან დაიწყო, როცა გავაანალიზე თუ როგორი ბდენდებზე დამოკიდებული ერი ვართ...
APPLE მტერი თუ მოყვარე ?! აიფონი, ტელეფონი რომლის გამოც მზად არიან თავი დაიმცირონ, კანიდან გამოძვრნენ.. შეუძლიათ მთელი თვე სალაპარაკოს გარეშე გაძლონ..ოღონდ აიფონი ატრიალონ და გადაიღონ სელფები.. ტელეფონს უყიდონ მხოლოდ ისეთი ქეისი საიადნაც APPLE-ის ლოგო სჩანს,დაიცავს თუ არა ტელეფონს დაზიანებისგან ეგ მეორე ხარისხოვანია.....
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ვითარებამ მიმიყვანა იქამდე, რომ ტელეფონის ონლაინ შესყიდვები დავიწყე ერთ-ერთი ცნობილი საიტიდან, ჩამომქონდა და აქ მისაღები ფასნამატით ვყიდდი. ხელფასთან ერთად მცირეოდენი დანამატი სრულად მაკმაყოფილებდა მანამ, სანამ ერთ დღესაც ამ ონლაინ სივრცეში ვინმე ASIA PHONE არ შემოიჭრა და საოცრად მისაღებ ფასში დადო ქართველებისთვის ასე სანუკვარი Iphone… გასაყიდ ტელეფონს თან დაურთო ტექსტი, რომ ცხოვრობდა რუსეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ხაბაროვსკში და ჰქონდა შესაძლებლობა დიდ რაოდენობაში გაეყიდა ტელეფონები საბაზრო ფასზე ნაკლებ ღირებულებაში.. რათქმაუნდა მიზანში ამოვიღე აღნიშნული გამყიდველი და მალევე დავეკონტაქტე, რომ შემძლებოდა მისი სერვისით სარგებლობა. წინადადება საკმაოდ სარფიანად ჟღერდა და მეც ბოლომდე შევყევი....
შევთანხმდით. შეთანხმების პირობა კი ასე ჟღერდა, საიტის დახმარებით უნდა მეყიდა ნივთი, რადგანაც გარანტია ყოფილიყო ჩემთვის, ნივთის ვერ მიღების შემთხვევაში საიტი დამიბრუნებდა უკან. პირველ ეტაპზე საცდელად 5 ტელეფონზე იყო საუბარი, სხვადასხვა მოდელებზე და საერთო თანხა 400$-ს შეადგენდა. აღნიშნული თანხა გადავურიცხე და შეთანხმებისამებრ ფოსტით უნდა მოეწოდებინა ნივთები..
სამწუხაროდ ისე გამოვიდა, რომ ონლაინ საიტმა ახალ მოხმარებელს ის ლიმიტები არ მისცა რაც ჩვენ გვინდოდა და თანხის გადარიცხვის სერვისმაც დამატებითი მონაცემები მოსთხოვა რომ წვდომა ჰქონოდა გადარიცხულ თანხასთან, რისი შესრულებაც დიდ დროს მოითხოვდა, პროცესიც მარტივი არ სჩანდა.საბოლოოდ საიტმა უკან დამიბრუნა ეს თანხა, რადგან გავაუქმეთ ოპერაცია ორივე მხარემ.
მთელი ეს ჩვენი 3 კვირიანი ურთიერთობა იწერებოდა ვაიბერში. საკონტაქტოდ ეს საშუალება ავირჩიეთ. შიგადაშიგ ერთმანეთის შესახებაც ვწერდით გავცვალეთ ფოტოები, საყვარელი გუნდიც აღმოგვაჩნდა საყვარელ ფეხბურთელთან ერთად.. ზიდანი..... ბევრი ვისაუბრეთ თუ ცოტა ვისაუბრეთ, ერთმანეთის ნდობაც ასე თუ ისე გაგვიჩნდა, ბიზნეს იდეა ორივესთვის მისაღები იყო, ისიც ფულს შოულობდა და მეც უნდა მიმეღო რეალიზაციით, ამიტომ ყოველგვარი საიტის და დახმარების გარეშე გადავწყვიტე გადამეგზავნა თანხის ნაწილი, რომ პროცესი დაძრულიყო და ტელეფონები მიმეღო.. ერთერთი ფულადი გზავნილი სისტემის დახმარებით გავუგზავნე 200$, ისღა დამრჩენოდა დროის გასვლას დავლოდებოდი, მას ჩინეთიდან უნდა მიეღო ტელეფონები რასაც 1 კვირა სჭირდებოდა, და შემდგომ ჩემთვის გადმოეგზავნა.. ყველაფერი მარტივად აღიქმებოდა. გაჭრილი ,,არხის“ ხეირიანობა და აღმოჩენა საშუალებას მაძლევდა ფიქრებში დამეძირა ყველაზე ცნობილი მაღაზიებიც კი საქართველოს მასშტაბით,როცა სასურველ რაოდენობას ჩამოვიტანდი.
თანხის გადარიცხვისას რათქმაუნდა მივიღე ადრესატის სახელი, გვარი მამის სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერიც კი...
1 კვირის შემდეგ მაცნობა რომ მიიღო ტელეფონები და მზად იყო გამოსაგზავნად. მზად ყოფნასთან ერთად მოკრძალებული თხოვნაც გააკეთა თანხის დარჩენილი ნაწილის მიღებაზე, ნასესხები მაქვს და მთხოვს ვალსო...
საკმაოდ ბევრი გარემოება არის აქამდეც, რომ ეჭვი შემპარვოდა ამ საქმეზე, თუმცა ფულის შოვნის სურვილი და უკვე გადადგმული სარისკო ნაბიჯი უკან დახევის საშუალებას არ მაძევდა... მეორე ნაბიჯიც გადავდგი და მთლიანად აღმოვჩნდი ამ სიცრუეში, ჩემივე მიქარული საქმის პირისპირ, მხოლოდ მე და ჩემი საქმე... რა რთული მისახვედრია ის, რომ დარჩენილი თანხის აღების შემდეგ გააუქმა ვაიბერი, გათიშა ტელეფონი და არ გამოდიოდა არანაირ კონტაქტზე...
ესეც ასე. კიდევ ერთი მსხვერპლი APPLE`-ის პროდუქციის, ოღონდ ცოტათი განსხვავებული ისტორიით და მეტი ტრაგედიით.
საქმეს ისიც ართულებდა, რომ ეს 2.40-ად ნაყიდი დოლარი, კიდევ უფრო დაფასებული ხდებოდა რადგან იმ პერიოდში კურსი 2.60-მდე ავიდა... ამ საახალწლოდ კი 1000 ლარი ვის აწყენდა საფულეში?
საერთოდ პრობლემასთან ან ბრძოლა მიყვარს ბოლომდე ან გაქცევა, ეს ის შემთხვევაა, რომ ამ დისტანციაზე რას უნდა გახდე, ჩაფრენა-ჩამოფრენა 1000$ ჯდება, შესაბამისად ვერანაირი პრინციპულობა ვერ გადაწონის ჩემს ბიუჯეტს, თან ჩახვიდე სრულიად უცხო, ყველასგან მივიწყებულ მხარეში ... მოკლედ ბევრი მიზეზი მქონდა იმის, რომ სახლში არ მიმეკითხა.

მთლად გაქცევაც არ მინდოდა ამ პრობლემისგან და გადავწყვიტე ჩვენი ქვეყნის ასეთ თემებზე პასუხისმგებელ ორგანოსთვის მეთხოვნა დახმარება... საიდანაც დელიკატური პასუხი მივიღე, განაცხადი განხილულია, მაგრამ არ გაგვაჩნია საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ აღნიშნულ საქმეზე 2 ქვეყანა შეწუხდესო...ეტყობა ჩემი დაკარგული თანხა ეცოტავათ, სხვა რა გზა იყო, გადავწყვიტე მთელი ჩემი ჭკუა, თითები , ინტერნეტი და კომპიუტერი გამომეყენებინა პრობლემასთან ბრძოლისთვის. მანამდე მიწერილ წერილებს რათქმაუნდა არანაირი პასუხი არ მოჰყოლია..
ერთადერთი რაც იმ თაღლითთან მაკავშირებდა ეს მისი თანხის გადახდის სისტემაში დაფიქსირებული ელ.ფოსტის მისამართი იყო. საიდანაც პასუხი არ მიმიღია მომხდარის შემდეგ. უკვალოდ გაქრა... თუმცა ბუნებაში ხომ არაფერი იკარგება?
იმ ერთადერთს ჩავეჭიდე და გავუყევი ძაფის ბოლოს ძებას. როგორც ინტერნეტ სირცეში მოვიძიე, ეს ელ. ფოსტის მისამართი რამოდენიმე საიტზე ჰქონდა გამონაყენები, შესაბამისად მეტი დეტალის მოძიებაც შეიძლებოდა მის შესახებ. როგორც გავარკვიე ყველაფერთან ერთად საცხოვრებელი ქალაქიც არასწორად ჰქონდა მოწერილი..
რადგან უკვე მთლიანად ამ საქმეზე ვიყავი გადართული,შევეცადე ელ. ფოსტით მის ვირტუალურ ცხოვრებაში შევჭრილიყავი.. ალბათ ღამითა მესიჯის ხმა გააღვიძებდა, რადგან რამოდენიმეჯერ ვცადე პაროლის გატეხვა.. თუმცა უშედეგოდ. ერთადერთი შედეგი რაც იყო, ვიპოვე მისი ნაცნობები, რომელთაგან ზოგზე კომუნიკაბელურს ნამდვილად ვერ ვიტყვი, თუმცა რამოდენიმემ ქართველი უცნობისთვის არ დაიშურა და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მომცა ამ ,,ივანუშკაზე“. . . სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაციები დისტანციურად მძებნელი პირისთვის(ანუ მე) ბევრს ვერაფერს წარმოადგენდა, იმედის გარდა, რომელიც ყოველ გაღვიძებაზე მაიძლებდა კიდევ და კიდევ მეტი გამეკეთებინა სანამ... არ აღმოვჩნდი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, ერთ-ერთ გვერდზე კი მომეცა შესაძლებლობა არა რუს მოქალაქეს შემევსო განაცხადი ჩემი პრობლემის შესახებ და ოფოციალურად დარეგისტრირებულიყო რუსეთის შსს-ში. აღნიშნული პრობლემა მთელი სილამაზით(გატეხილი რუსულით) აღვწერე, თან დავურთე შენახული ტექსტი (ვაიბერიდან) და გავაგზავნე. თავისი ნომერიც მიენიჭა და და ელ.ფოსტაზეც მივიღე პასუხი რომ განიხილებოდა ჩემი პრობლემა და ,,ტრალი-ვალი“.. რატომღაც არავინ შემეხმიანა 1 კვირის განმავლობაში. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, საქართველოდან ითხოვ რაღაცას რუსეთში, მთელ სპეც ოპერაციას მაშინ, როცა რუსეთს სრულიად არ ვაინტერესებთ ეგეთ საქმეებში.. რატო უნდა შეწუხებულიყვნენ ჩემი 400$-ს გამო, ისე რომ საკუთარი მოქალაქისთვის ევნოთ..
თითქმის უკვე ჩაქნეული მქონდა ხელი, ეს ჩემი დანაკარგიც მონელებული, მთელი ეს პერიოდი ხასიათში მქონდა გადასული და რაღაცნაირად უკვე დავიწყე გახალისება და აღარ ვფიქრობდი მომხდარზე...10 დღის შემდეგ მომდის წერილი, რომ თქვენი საქმე დარეგისტრირებულია და წარმოებისთვის დეტალები გვჭირდება, შესაბამისად მობრძანდით რომელიმე ფილიალშიო.. მივახვედრე მალევე, რომ მისვლას ვერ შევძლებდი და გადაწყვიტეს დაკითხვა ვირტუალურად ჩაეტარებინათ. რა საკვირველია ყველა კითხვას უშეცდომოდ ვუპასუხე, ყველანაირი საჭირო დოკუმენტი მივაწოდე რაც საქმეს ეხებოდა, ყველანაირი ინფორმაცია, თმის ფერი, საცხოვრებელი და ა.შ. ეჭვი გაუჩნდათ საიდან იცი ამდენი თუ მხოლოდ ვაიბერში იცნობდიო (გაუჭირდათ დაჯერება ჩემი ვირტუალური გამოძიების შედეგად აღმოჩენილი ფაქტების), და ცოტათი დაიმედებულს დამემშვიდობნენ... ის-ის იყო, რომ კვლავ უნდა შევგუებოდი ჩემს ბედს, რომ ჩემს ტელეფონში გაჟღერებულმა ხანმოკლე ჟღარუნმა მაცნო ელ.ფოსტის საშუალებით-თქვენი თაღლითი ნაპოვნია, აღიარა დანაშაული და ცოტა ხანში შეგეხმიანებითო... თვალებს ვუჯერებდი, მეგონა კი არადა ვიცოდი, რომ სიმართლე ყოველთვის მეტია ტყუილზე, სამართლიანობა ცოტაა ამ ქვეყნად თუმცა ძალიან დიდი ბედნიერებაა მისი შეგრძნება.. რათქმაუნდა სიხარული არც შემტყობია, ჩემს ემოციასაც მშვენივრად ვმალავდი, თუმცა უკვე საკუთარ შესაძლებლობებს უკეთ ვგრძნობდი და დაჯერებულობაც რამოდენიმე ,,ლეველით“ ზემოთ წავწიე.
მეორე დღეს, აკრუსუნებული კნუტი ხომ ყველას გინახავთ? არა? მოკლედ წარმოიდგინეთ არსება, რომელიც მოკუნტული, თავ დაწეული, მოლასლასებს და რაღაცის თხოვნა უნდა.. თან ისე რომ თვალებში ჩახედვას ვერ ბედავს... სწორედ მსგავსი ეპითეტი რომ შეამკობს, წერილი მომდის ,,ივანუშკასგან“, ბოდიშების კორიანტელთან ერთად კიდევ ერთ ტყუილს დაუდო სათავე და თურმე თანხა ბებიამისის დის შვილის მეზობლისთვის დასჭირდა, რადგან ავად იყო.... ხახვი ბლომად მქონდა, მის ყურებზე ალყა-ალყად რომ დამეჭრა, ამიტომ ბევრი ვესაუბრე, მივახვედრე ვინ - ვინ იყო . ავუხსენი რომ მე ბოროტი არ ვარ, თანხას დამიბრუნებდა და შევეშვებოდი. 1 დღით კიდევ გაუჩინარდა... მესამე დღეს კი იგივე გზავნილის სისტემით დამიბრუნა უკან ჩემი მრავალ ტანჯვა, წამება, სალარო, მოლარის თითებ გამოვლილი თანხა, რომელიც ისე გაზრდილიყო რომ ვეღარც ვიცანი, მე ხომ ის 960 ლარად ვიყიდე, ახლა კი 1040 ლარად დამიბრუნდა... კიდევ მინდოდა რაღაც თემებზე საუბარი მასთან, მაგრამ ისევ გაქრა უგზოდ და უკვალოდ...
ბედნიერებას საზღვარი აქვს რათქმაუნდა, მეც იმ საზღვრებში ჩავეტიე... მაგრამ სხვა ემოციები? სხვა ემოციები სხვებისთვის მომინდვია, რომლებიც ამ თემას წაიკითხავთ და გაგეღიმებათ ალბათ...
ერთი კი ვიცი, ღმერთი დიდია და ხანდახან სამართლიანიც!!!
აი რუსეთუმეობას თუ არ დამწამებთ, იგივე შემიძლია ვთქვა რუსეთზეც.
სამწუხაროდ არ ვიცი სად შემიძლია მადლობა გადავუხადო მათ გამოხმაურების სახით.
პ.ს. APPLE კლავს....
ვინც თვლის, რომ საკმარისი არის საკმარისი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი. :)