ფორუმ ექსპერტებო
სამართლისტებო
შეიძლება ამ ადამიანს აქვს შეცდომები დაშვებული , მაგრამ ხომ შეიძლება გადაჭარბებული ოპტიმიზმის და არა საკმარისი ცოდნის გამო დაუშვა ?
საქმე აქ არამარტო მის ბიზნეს საქმიანობაშია
არამედ მის პოლიტიკური ნიშნით დევნაში
ეს კაცი 2008 წლიდან ეწეოდა საქმიანობას და დიდი წვლილი მიუძღვის ლაგოდეხის წინსვლასა და ხალხის დასაქმებაში
პოლიტიკური ნიშნით "დაჩაგრეს" და გააკოტრეს კაცი
იქნებ რომ არ დაეყადაღებინათ მისი აქტივები ამომძვრალიყო "ორმოდან" ?
ამ ბანკებს მეტი ყურადღება უნდათ დასაწყისშივე და არა უკვე როცა მეანაბრეები განწირულები არიან!
და დღეს ამ მეანაბრეებს რამე მოგება აქვთ ამ ადამიანის გამოკეტვით?
იქნებ ის ძირი მაინც დაებრუნა?
ეხლა ელოდნონ ოცნებისგან % ებს
პირამიდების სქემა თუ მტკიცდება განა ეს ერთადერთი იყო?
რატომ იმ ქიუ ნეტს არ მოსთხოვენ პასუხს დღემდე?
ნახევარი საქართველოს ყველაზე გაჭირვებული ადამიანები რომ ჩაითრიეს?
უბრალოდ აქ პოლიტიკური ნიშნით დევნა იყო და სხვა არაფერი
ამას დაუმატეთ ის შიმშილისთვის განწირული ადამიანები, რომლებმაც ამოისუნთქეს და დასაქმდნენ მის ბიზნესებში
მათი ოჯახები დღეს შიმშილის ზღვარზე არიან და ვინმე ფიქრობს მათზე?
სხვანაირადაც შეიძლებოდა ამ ყველაფრის მოგვარება
მაგრამ ყველაფერი ისე გააკეთა ხელისუფლებამ როგორც აწყობდა
წლებია სამართალს ითხოვდა ეს ადამიანი
არავინ ყურად არ იღო
ბოლოს რაც მოხდა ქე ვნახეთ
მხოლოდ დასასრული და მისი ანაბრები გაინტერესებთ
და თუ რამ აიძულა ის არა
გავა დრო და მოვა სხვა ხელისუფლება
მხოლოდ მაშინ გაირკვევა თუ რა მოხდა სინამდვილეში
დღეს ის დამნაშავეა მეანაბრეებთან მიმართებაში
კი ბატონო
მაგრამ ვინ მიიყვანა ამ დონემდე?
ხელისუფლებამ
თუ როგორ ეს ეს ოცნების წათრევის მერე გაირკვევა
FLEA_ქვეყანას, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს - მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს! (C) კონსტანტინე გამსახურდია