1.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი.
საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.
ერისკაცობაში – ნოდარ შოთას ძე შიოლაშვილი
დაიბადა: 1961 წლის 16 თებერვალს, ქ. მცხეთაში.
ანგელოზის დღე: 8 ნოემბერი – დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ხსენება.
დიაკვნად კურთხევა: 02. 06. 1985
მღვდლად კურთხევა: 12. 01. 1986
ბერად აღკვეცა: 25. 10. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 08. 11. 1996
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 09. 2003
მიტროპოლიტობა ებოძა: 03. 06. 2007
1979 წელს ნოდარ შიოლაშვილმა დაამთავრა მცხეთის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივლისს დიაკვნად, 1986 წლის 12 იანვარს მღვდლად აკურთხა და განაწესა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში მღვდელმსახურად. 1987-1988 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1988-1989 წლებში – თბილისის ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში, იმავდროულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.
2.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზენონი
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი
ერისკაცობაში – იმედა შოთას ძე იარაჯული
დაიბადა: 1972 წლიs 17 მარტს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: 20 მაისი და 29 ოქტომბერი – ღირსი ზენონ იყალთოელის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 14. 08. 1993
დიაკვნად კურთხევა: 19. 08. 1993
მღვდლად კურთხევა: 24. 10. 1993
ეპისკოპოსად კურთხევა: 31. 08. 2003
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 06. 02. 2011
მისამართი: დმანისი. საკათედრო ტაძარი.
1989-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1993 წლის 14 აგვისტოს იმედა იარაჯული ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა აღკვეცა ბერად და სახელად უწოდა ზენონი. 1993 წლის 19 აგვისტოს ბერი ზენონი სამ¬თავროს დედათა მონასტრის ფერის¬ცვალების ეკლესიაში აკურთხეს იეროდიაკვნად, ხოლო 25 ოქტომბერს მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში – მოძღვრად. 1994 წლის 25 თებერვლიდან უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მღვდელ-მონაზონი ზენონი ხელმძღვანელობდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელს. 1994 წლის 10 ნოემბერს მას მიენიჭა იღუმენის წოდება, ხოლო 1995 წლის 2 აგვისტოს დაჯილდოვდა გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით. 1995 წლის 1 ნოემბრიდან იღუმენი ზენონი მსახურობდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში რექტორის მოადგილედ (სასწავლებლის პანსიონის ზედამხედველად და სულიერ მოძღვრად) და ზნეობრივი ღვთისმეტყველების პედაგოგად.
1996-1997 წლებში იღუმენი ზენონი სწავლობდა რომის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1998 წლის 14 მარტს იღუმენი ზენონი დაინიშნა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივნად, ხოლო მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ.
* * *
ცერცვა