#49905930 · 11 Feb 2017, 13:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მსგავს აბსურდებს ერთ-ერთი წინასაარჩევნო სლოგანის პერიფრაზი თუ მიესადაგება - "დასაცინი კიდევ ბევრია"... ზღაპრების "რევიზიისა" გასაგებია, ალბათ, ცოტა ხანში, ასეთ "ნოვატორულ" მიდგომას დააპატენტებენ მსოფლიო ზეპირსიტყვიერებაში და სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყება თავიანთი ზღაპრის გმირების გაქილიკება-გათანამედროვების პროცესი, შემდეგ იგავ-არაკებსაც მიადგებიან ჩვენი რევიზიონისტები და არც ხალხურ ლექსებსა თუ ფოლკლორს დაივიწყებენ, განა ცოტაა შესადავებელი? მერე გიორგი ბრწყინვალეს, ვახტანგ მე-6-სა თუ დავით აღმასენებელსაც მიადგებიან, მათაც ბევრი "თანამედროვე" ნეგატივი შეიძლება უპოვონ, სამაგიეროდ "ზღაპრებად" მოუყვნენ ბავშვებს თანამედეროვე რეალობას - სირიის ტრაგედია იქნება, სომალის უბედურება, ერაღის, ავღანეთის, ლიბიის ამბები თუ ბევრი სხვა რეალური ფაქტ-ზღაპარი ქართული სინამდვილიდანაც - თბილისის ომიდან დაწყებული დღევანდელი პარლამენტით დამთავრებული და ასე გამოიძერწება ნიუჯორჯიანიკუსი... მოკლედ, აშკარად ტერმინ-თემატიკურ აღრევასთან გვაქვს საქმე (ესეც უკეთეს შემთხვევაში)! ისე კი, როდის უნდა დამთავრდეს ასეთი დაშტამპული აზროვნება, ამა თუ იმ ამბიდან (ისტორიიდან) კონკრეტული კონტექსტის უდიერად ამოგლეჯა და მასზე აგებული ცალმხრივი მსჯელობით სხვა ყველაფრის გადაფარვა? "რწყილი და ჭიანჭველა"-ს შეფასებისას, ადამიანი რომ მეგობრისადმი თავდადებას (ალბათ, ზოგზოგებისთვის უცხოა ეს) ვერ დაინახავს და მეგობარი გაჭირვებაში რომ არ უნდა მიატოვოს ადამიანმა, ამას რომ არ ისურვებენ ვიღაც-ვიღაცეები, რა ღირებულებებზე უნდა იმსჯელოს ამის შემდეგ საზოგადოებამ? როგორ ღირებულებებზე დაფუძნებული თაობების შექმნა სურთ? კომბლესთან მიმართებაში რა დასკვნებს აკეთებს განათლების მინისტრი, საერთოდ გაუგებარია. მოძალადეს, რეკეტიორსა თუ ყაჩაღს კი არ უნდა დაუპირისპირდეს საზოგადოება, უბრალოდ მოდუნდეს და სიამოვნება მიიღოსო?! უკვე აღარ ვიცი - ერმა უნდა იტიროს თუ სიმწრით იცინოს, ასეთ აბსურდულ "ნოვატორულ" აზროვნებაზე?
--------------------
ქვეყანა ერის ერთობით გაერთიანდება!
|