https://www.facebook.com/permalink.php?stor...077409102385229$5500 აკლდებათ! 12 იანვარს სრულად უნდა ჰქონდეთ თანხა
* * *
ეს დაწერა სოლიდარობის ფონდმა 26 დეკემბერს
გაწვდით 7 თვის ნიკოლოზ ელიაძესთან დაკავშირებით ინფორმაციას. “სოლიდარობის ფონდი” დაუკავშირდა ბავშვის მამას - ბატონ ირაკლი ელიაძეს, რათა დეტალურად გავცნობოდით ბავშვის მდგომარეობას და დახმარების საჭიროებას.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ნოემბრის თვეში ოჯახმა მიმართა იაშვილის სახელობის კლინიკას, სადაც დაისვა ლეიკემიის დიაგნოზი, ამავდროულად ბავშვს ფილტვში აღმოაჩნდა მოცულობითი წარმონაქმნი. ექიმების მიერ იაშვილის კლინიკაში შეთავაზებული იქნა მკურნალობის სათანადო კურსის ჩატარება, თუმცა, მშობლების გადაწყვეტილებით, საკუთარი სახსრებით ბავშვის მდგომარეობის გადამოწმება და შემდგომი მკურნალობის გაგრძელება თურქეთში კლინიკა „მედიკალ პარკში“ გადაწყდა
.
კლინიკა ”მედიკალ პარკიდან” მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბავშვს უტარდება ქიმიოთერაპია შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით. თუკი მომავალში სამედიცინო აუცილებლობა შეიქმნება და სათანადო ექსპერტების მიერ შესაბამისი რეკომენდაცია იქნება გაცემული, სოლიდარობის ფონდი მზად არის ჩაერთოს ბავშვის თანადაფინანსების პროცესში.
ამ ეტაპზე ნიკოლოზის მშობელთან საუბრისას გამოიკვეთა მედიკამენტის შეძენის საჭიროება. მედიკამენტთან დაკავშირებით, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ფონდი მზადაა განიხილოს დაფინანსების შესაძლებლობა.
აქვე კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით 21 წლის ასაკის ჩათვლით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსების პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია სახელმწიფო დაფინანსებითა და სოლიდარობის ფონდის ერთობლივი კოორდინაციით.
➡️ ამოქმედებიდან დღემდე სოლიდარობის ფონდმა 340 სიმსივნით დაავადებულ ბავშვისა და ახალგაზრდის დახმარება შეძლო, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ მათ შორის 194 პაციენტს მკურნალობა საზღვარგარეთ დაუფინანსდა - ისევ და ისევ დადასტურებული სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში.
დიდი მადლობა სოლიდარობის ფონდის თითოეულ მხარდამჭერსა და გულშემატკივარს ამ ბავშვების დახმარება მხოლოდ თქვენი შემოწირულობებით გახდა შესაძლებელი.
პატარა ნიკუშას კი ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ თანადგომას.
საქართველოს სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია
#სიკეთეგადამდებია