არა რა, ამას არაფერი ეშველება, თანაც რაღაც განათლების ფონდი შეუქმნია
ე.ი. წუხელ სპეცნაზს ის საცოდავი სექტანტები ტერორით უნდა დაერბია

“მოვიდა ახალი ხელისუფლისუფლება და ეს აგრესიული წვერიანი ციხეში ჩააყუდა” – თამარ ჩერგოლეიშვილი
ივნისი 21, 2017
თამარ ჩერგოლეიშვილი
“სამოქალაქო განათლების ფონდის” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს სტატუსს:
გუშინ, ბინის მესაკუთრემ საკუთარი ბინიდან გაასახლა მდგმური, რომელიც მეზობლებს ერჩოდა.
როგორც გაირკვა, მდგმური ერთი წვერიანი კაცია, შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემებით, რომელსაც თავისი “მრევლი” ყავს.
მალევე, ბინის პატრონს მიუვარდნენ ამ კაცის მიმდევრები და ძალით შეაშვებინეს აგრესიული წვეროსანი ბინაში.
სახელმწიფო იქვე იდგა და ვერაფერი ქნა – პასუხისმგებლობის აღების შეეშინდა.
ბინის პატრონის საკუთრების უფლება დაირღვა. სახელმწიფომ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა.
———-
ამ საუკუნის დასაწყისში კიდევ ერთი აგრესიული წვერიანი დარბოდა და უმცირესობებს ავიწროვებდა – თავებს პარსავდა, არბევდა, ლიტერატურას ცეცხლს უკიდებდა – აგრესიულად არღვევდა სხვისი რწმენის თავისუფლებას.
სახელმწიფო ვერაფერს შვებოდა. რელიგიური უმცირესობებისგან საჩივარი საჩივარზე შემოდიოდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში – ყველა ეს საქმე საქართველომ წააგო, ჯარიმები ჩვენ, გადასახადის გადამხდელებმა გადავიხადეთ.
მერე მოხდა რევოლუცია, მოვიდა ახალი ხელისუფლისუფლება და ეს აგრესიული წვერიანი ციხეში ჩააყუდა.
რელიგიური უმცირესობების დევნა მალევე აღიკვეთა – სახელმწიფომ თავისი ფუნქცია შეასრულა.
———–
ვითარების აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წყალობით, სახელმწიფოს მიერ თავისი ფუნქციის შესრულება იმ ხელისუფლებას ცუდად მოუბრუნდა. წლების განმავლობაში, ოპოზიცია, სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმური ძალის გამოყენებას უმცირესობების უფლებების დასაცავად, ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებდა.
ჰოდა ახლა ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც სახელმწიფო არ გვაქვს