მარადყვავილოვანი ცხოვრება.
3 სთ. ·
ვინც სიმართლეს ეძიებთ!
უპირველესყოვლისა მინდა გითხრათ იმ მზაკვრობის შესახებ რასაც, წმიდა გაბრიელის (ურგებაძე) სახელით ჩადიან მრავალნი, რომლებმაც ბიზნესად აქციეს ნეტარხსენებული ღირსი მამა!
სწორედ მათ მიუძღვით იმ უდიდეს სიცრუეში ბრალი რასაც ისინი ფულის გამო იქმან! მათი შეთხზული წიგნებიდან ხალხს მიეწოდა არასწორი ინფორმაცია რაც გვსმენია "მამა ნიკოლოზ მაქარაშვილზე" თითქოს ის იყო მისი მემკვიდრე და მასზე ამბობდა რომ ის იქნება დიდი ბერი და ასშ!
ამ ბინძური და სულმდაბლური საქმედან რომლებიც ჩართულნი არიან ამ საქმეში შექმნეს კერპი ხალხისთვის, პიროვნება რომელზეც ჩვენს ეკლესიას გული შეტკივა და მრავალჯერ შეთავაზეს მონასტერში საცხოვრებელი ხოლო მან უარი განაცხადა! ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან ჩანს თუ რა ხდება ამ პიროვნების ირგვლივ, ყოველივე ეს არის არა ქრისტიანული, პირდაპირ არა ორაზროვნად შეიძლება ითქვას ეს არის შემდგარი სექტა რომლებსაც ყავთ კერპად და უწოდებენ "მხსნელს, გადამრჩენელს, წმიდანს"!
საზღვარს გასცდა მისი აწ უკვე ერესული სწავლება და შეთხზეს "ახალი მრწამსი" რაც იმდენად მკრეხელურია ციტირებაც კი შემძვრელია!
წმიდა გაბრიელი იყო მაგალითი მრევლის რომლებიც
ძალზედ მცირედნი იყვნენ და სწორედ ისინი ვინც ნამდვილად იცნოდბნენ და ქონდათ ურთიერთობა არ საუბრობენ და არ იყენებენ მის სახელს რადგან ისინი ჯანსაღად მსჯელობენ, გულში და გონებაში ყავთ წმიდა მამა და არ ცდილობენ მისით ფულისშოვნას!
მოვიყვან შედარებებს: წმიდა გაბრიელს როდესაც მღვდელმსახურება შეუჩერა პატრიარქმა ეფრემმა, ის არათუ განშორებია ეკლესიის წიაღს! არამედ ყოველ ლიტურგიას ესწრებოდა პატეიარქისას სანამ აღუდგენდა მსახურებას უწმიდესი! - ხოლო "მამა ნიკოლოზი მაქარაშვილი" მრავალი წელია ლიტურგიას არ დასწრებია, არც ეზიარება, არც მოძღვარი ყავს! მოიკრიბა ხალხი რომლებთაგანაც განიდიდება და არათუ ცდილობს განერიდოს დიდებას და პატივს არამედ, თბილისში ცხოვრობს და ვერ ელევა სახლს და ამის გამო გუშინ ღამით თვითმკვლელობა ცადა მისმა "მრევლმა".
მას და მის "მრევლს" არავითარი საერთო არ აქვთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან და მის სწავლებასთან რასაც გვასწავლის წმიდა წერილი!
გთხოვთ სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს და რათა ყველამ იცოდეს სიმართლე! არსებობს რამოდენიმე ფოტო სადაც წმიდა გაბრიელთან ერთად არის და ამით მანიპულირებენ! მსგავსად ბევრ სასულიერო პირებს აქვთ ფოტოები ღირს სალოს მამასთან!
წმიდა გაბრიელს ეკლესიაშ მიყავდა ხალხი, ამ შედარებებით უნდა მიხვდეთ რომ არანაირი საერთო არ აქვს წმიდა გაბრიელთან!
ღმერთმა დააბრუნოს ეკლესიის წიაღში შეცდომილი შვილი რომელიც თავისი ცხოვრებითა და საქმით განუდგა შემოქმედს! და ხალხი შეყავს შეცდომაში!
https://www.facebook.com/295405627149283/ph...?type=3&theater