ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა - სავარაუდოდ, გასროლა სნაიპერმა განახორციელაქავთარაძის ქუჩაზე გარდაცვლილი პიროვნება სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს მეზობლებმა მიაწოდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მე-16 სართულის აივანაზე იმყოფებოდა, როდესაც გასროლა მოხდა. სავარაუდოდ შსს მუშაობს ვერსიაზე, რომ გასროლა სნაიპერმა განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს გარდაცვლილი ბინაში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.
შსს-ში სავარაუდო ეჭვმიტანილზე და მომხდარის დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ. როგორც რუსთავი 2-ს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ადგილზე დილამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მოხდა ავტო ფარეხების და ტერიტორიის მთლიანი პერიმეტრის დათვალიერება.
გარდაცვლილი გუშინვე პროზექტურაში გადაასვენეს. მეზობლები ამბობენ, რომ მან ბინა რამდენიმე თვის წინ იქირავა.
http://rustavi2.com/ka/news/64632
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo