არა, ეგ ცუდი არაა. ცუდი ის არის რომ არ იციან რა უხარიათ. თუმცა სასიხარულო ნამდვილად არის ის რომ დედამიწამ ერთი წრებრუნი კიდევ შეასრულა/მოასწრო/ , ანუ დედა ვერ უტირეს ბოლომდე
ეს იმას გავს ადამიანი დილით რომ გაიღვიძებს თვალს გაახელს და აგრძელებს ცხოვრებას. ზოგი ამ დროს ძალიან მადლიერია. კიდევ 1 დღე "ეჩუქა" იმისთვის რომ გააგრძელოს თავისი საქმეები. მოსასწრები მოასწროს, რაც გასაკეთებელი აქვს შეასრულოს.
უმრავლესობას ეს კიდია. რაღაც ჩვეულებრივი და თავისთავადი ჰგონია ეს გამოღვიძება.ავტომატური.
ასე არ არის. ადამიანი "ანაზდეულად მოკვდავია" , რასაც ვერ გათვლის და ასევეა დედამიწის საქმეც.. არავინ იცის 3,6,9ან 11 თვეში რა შეიძლება მოულოდნელობის სახით დაატყდეს. ვიღაცას ჭანჭიკი გაეჭედოს და ღილაკს მიაჭიროს, ან ტექტონური ფილები დაიძრას...
Aსე რომ ხალხს ინსტიქტურად უხარია, რომ დედამიწას მიეცა შანსი, დაუდგა ახალი წრებრუნვის ნიშნული და მასთან ერთად მის მობინადრეებსაც.
თუმცა ამ სიხარულის არსი და საზრისი დაკარგულია ადამიანისათვის. და რაც უსაზრისოა ის ულამაზოცაა. ე.წ. "პრადვინუტები" ამას ასევე ინსტიქტურად გრძნობენ და უპირისპირდებიან. მაგრამ აგრეთვე ჩვეულებრივი ადამიანური შეზღუდულობის გამო მათ არ შესწევთ უნარი სხვა საზრისით ჩაანაცვლონ საყოველთაო დღესასწაულობა.
მე პირადად არ ავღნიშნავ. მაგრამ დედამიწას ვულოცავ ხოლმე ვკოცნი და ვეხუტები

მადლობას ვუხდი

იმით რომ ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლებად შევაწუხო და ნაკლები ზიანი მივაყენო. დიდხანს იცოცხლოს ჩვენმა დედამიწამ და შეესრულებინოს თავისი "ცხოვრების " მიზანი და მისია.
This post has been edited by annavita on 1 Jan 2017, 13:21
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო