ხო მართლა ერთი საინტერესო ამბავი მოვყვე ამ სახელმწიფო დამსაქმებლებზე

2012 წლის მერე ერთ ერთ სამინისტროში სივი შევაგდე ხო და ამათმაც დამირეკეს ტესტირებაზე. სულ 5 ამოცანა იყო. ხო და პახმელიაზე კი ვიყავი მაგრამ დავწერე ეს ამოცანები და ერთში მეპარებოდა ეჭვი რომ ვერ ამოვხსენი, ნუ მოკლედ ველოდები შედეგებს რაა და მეილზე მომივიდა თქვენ მიიღეთ 0 ქულაო , გავგიჟდი, მეთქი 4 ამოცანა ვიცი რომ სწორედ ამოვხსენი და მივწერე სამინისტროს მეთქი სწორი პასუხები მაინტერესებს ამოცანების და მომწერეთ მეთქი. ერთი 10 დღე ველოდე და არავინ გამცა პასუხი. გაბრაზებულმა მივწერე კიდე მეთქი თქვენი სამსახური მაგრად არ მაინტერესებს და ის ამოცანები უფრო მეტად მაინტერესებს მეთქი და სწორი პასუხები მომწერეთ თქო, ბარაკობამასთან წვდომა უფრო ადვილია ვიდრე ჩვენი სახელმწიფო დამსაქმებლებთან მეთქი, 10 დღეა გელოდებით და პასუხსაც არ კადრულობთ თქო! ეტყობა არ ესიამოვნათ და ეგრევე მომივიდა მეორე დილით წერილი და მობრძანით და ადგილზე გავისაუბროთო და შევთანხმდით დღეზე. მოკლედ მივედი და კაბინეტში დამხვდა მინისტრის მოადგილე, ფსიქოლოგი და ტესტირების განყ უფროსი. ხო და მიყურებენ ირონიულად და ისე მარტივად მეუბნევიან მოგვივიდა თქვენი პრეტენზია წერილობით და გადავწვიტეთ თქვენთან ერთად გავიაროთ ამ ამოცანების პასუხებიო, მეთქი ჩემთვის უბრალოდ პასუხები მოგეწერათ მეილზე ესეც საკმარისი იქნებოდა მეთქი თქვენი სამსახური არ მჭირდება თქო, ცოტა გაუკვირდათ სამსახურზე ეს რომ ვუთხარი. მოკლედ დავიწყეთ განხილვა და ერთ ამოცანაში აღმოჩნდა რომ რაღაც მექანიკური შეცდომა დავუშვი რომელიც იმათივე დახმარების გარეშე შევნიშნე მე და მაგრად გამიტყდა, იმათი ირონიული სახე უფრო გაიზარდა და მინისტრის მოადგილემ ამისთვის მოვცდიო? მოკლედ გადავედით მეორე ამოცანაზე და მეორე ამოცანაზე იგივე აზრზე ვარ რომ სწორედ დავწერე, ეს ტესტირების უფროსი მეუბნევა არასწორიაო, მეთქი რატომ? აქო შენო ეს თეორეა უნდა გამოგეყენებინაო და ამ შედეგს კი არ მიიღებდი სხვა შედეგს სწორ პასუხს მიიღებდიო. მეთქი მოყვანილია მაგალითი და დასმულია კითხვა, სადმე წერია რა მეთდით ამოვხსნი ამოცანას თქო და მითიტებულია სადმე რომელიმე თეორიის მიხედვით რომ უნდა ამოვხსნა ამოცანა თქო? თუ არის მიტითებული მანახე მეთქი თუ არა და რა მიმართულებითაც მე ამოვხსენი იმ მიმართულებით მიპოვე შეცდომა მეთქი, ხო და დაიწყო ტესტირების უფროსმა ქოჩრის ფხანვა

თან ცოტა აწითლდა, მოადგილეს გადავხედე და უკვე ირონია სადღაც გაქრა, ფსიქოლოგი მაკვირდება თან ამათაც აკვირდებოდა ეტყობოდა და რაღაც ღიმილი ეპარებოდა. მერე ეს მეკითხება ტესტირების უფროსი მეცნობიო საიდანღაციდანო და შენ კომაროვში ხომ არ სწავლობდიო ? არა მეთქი მაგრამ კომაროველები ოლიმპიადებში მყვანან მეთქი აწკმუტუნებულები თქო

ხო ალბათ ოლიმპიადებიდან მეცნობიო მე კომაროვში ვსწავლობდიო ნიშნისმოგებით მეუბნევა თან, ნუ კაი ეს ერთი მაგალითი ამოხსნილად ჩავთვალოთო, თან კაიო ისე თვა ვითომც არაფერი

გადავედით მესამეზე, მესამეც მიმაჩნია სწორედ არის, კომაროველს მიაჩნია რომ არასწორედ არის, ისევ დავიწყეთ დავა განხილვა, მინისტრის მოადგილე უკვე ანერვიულებულია რომ სხვა შედეგები ვითარდება, მეც ძალიან უდარდელად და უკვე ნახევრად ირონია მიჭირავს ბოლო ბოლო ამხელა სამინისტროს მგონი ყველაზე დიდი და ინტელექტუალურს თან შედცომა ცხვირწინ დავუდე

და ეხლა მეორეს ვუსრულებ, მოკლედ კომაროველი ისევ სხვა გზით ხსნის ამოცანას მე ისევ სხვა გზით ვხსნი და ბოლო ბოლო მივედით იმ გადაწყვეტილებამდე რომ რომელი გზითაც მე ვხსნი ის არის სწორი, და ასეთ რამეს მეუნევა კომაროველი აქ ეს სიტყვის დაბოლოება შეცდომით წერია და ესე უნდა ეწეროსო, მეთქი ეგრე რომ წერებოდა მაშინ მე ასე აღარ ამოვხსნიდი და ისე ამოვხსნიდი მეთქი, ნუ მოკლედ 2-1 ვუგებ სამინისტროს

ეს ერთი ამოცანაც მე თავად ვიპოვე ჩემი ტექნიკური შეცდომა, პახმელიამ თავისი ქნა დამეზარა რომ თვალი გადამევლო თორე ვიპოვიდი და შევასწორებდი მაშინვე, მაგრამ შეცდომა შეცდომაა. ფსიქოლოგი უკვე ჩემი საუბრისას სიცილს ვეღარ მალავს და ვატყობ კარგად ხალისობს კიდეც

რადგანაც ძალიან მოულოდნელად და რადიკალურად შემოვაბრუნე სიტვაცია, მომეჩვენა რომ მბალეშიკობს. ძალიან თავისუფლად და უკვე მათივე ირონიით ვსაუბრობ. მე ის უფრო მიხარია რომ ამოცანები ამოვხსენი და საკუთარ თავში ნდობა მიმტკიცდება და ჩემი ცოდნა 0 ზე მნეტია. ნუ მეოთხე და მეხუთე ამოცანა ნამდვილად ვერ ამოვხსენი და ძაან გამიტყდა და საბოლოო ჯამში 2-3 დავასრულეთ მაგრამ აქ მაინც მე ვგრძნობ თავს მათთან გამარჯვებულად და ისინი სასტიკად დამარცხებულად

რადგან 2 შეცდომა დავუდე ცხვირწინ სამინისტროს. ჩემ პონტში მიტყდება რომ კიდევ ერთი ამოცანა მეგონა ამოხსნილი და იმაზე მართლა შევცდი, მეხუთე ამოცანაში თავიდანვე მეპარებოდა ეჭვი.
მოკლედ მერე დაიწყეს თავიანთი უხერხული სიტვაციის განმუხტვა და ჩემს გამოცდილებაზე და ცოდნაზე კითხვები, გასაუბრება და რა არ მომწონს წინა სამსახურში და რატომ მინდა მათთან დაწყება და ასე შემდეგ რა, მაგრამ თვალებშივე ვატყობ რომ ფუჭია ყოველივე ეს საუბარი და უბრალოდ ზრდილობის ფორმაა, მერე ეს კომაროველი მეუბნევა რომ აქ იმიტომ დაგიბარეთ უფრო და დაგვაინტერესდიო რომ მოგვწერე სამსახურზე მეტად ტესტირების შედეგები მაინტერესებსო , ჩვენ იმ ტესტირებიდან არავინ არ აგვიყვანიაო და კიდევ გვექნება ვაკანსიებიო და შეგიძლია კიდევ ცადოო. მადლობ მაგრამ რაც მოგწერეთ გულწრფელი ვიყავი თქო აქ ეხლა ამ ტესტირების პასუხების გულისთვის ვარ მეთქი, მხოლოდ ეს პასუხები მაინტერესებდა მეთქი და სახეგამშრალები დავტოვე. იმის მერე სახელმწიფო სამსახურში სვ აღარ გამიგზავნია

და რომ ვხედავ რა ბღუჯა ბატებით არის სვავსე სახელმწიფო უწყებები მით უფრო მიმტკიცდება გრძნობა რომ არანაირი აზრი არ აქვს ჩემისთანა გამოცდილი სპეციელისტების შრომისუნარიანობას მათთვის.
This post has been edited by kush on 2 Jan 2017, 02:33
კატალიზატორი გამოყარე, თუ თავიდანვე ბოლავდი შეჩემა?!.... :D