ეს რა დათვლის ლოგიკაა?

შვებულება რა შუაშია? თქვენ ხელფასსაც ეგრე ითვლით ხოლმე?
თანაც დეკლარაციაში გროსი იწერება ანუ ხელზე 1413 ლარი ჰქონია ხელფასი და სუკაც არ არის დიდი. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ამართლებს თავის ოჯახის წევრევის დასაქმებას, ნეპოტიზმს და კორუფციას.
საერთოდაც ძალიან დაბალი ხელფასებია სახელმწიფო უწყებებში მაღალ თანამდებობებზე და გასაზრდელია ოფიციალურად რომ აღარ იყოს არც პრემიებში დამალვის სტიმული და არც კორუფციის. პრემიერ-მინისტრს 3400 ლარი გამოსდის ხელზე დეკლარაციის მიხედვით და სასაცილო თანხაა. მაგდენი ბანკში კარგ საკრედიტო ექსპერტს აქვს, გაყარომ ნეპოტიზმით დასაქმებული ყავის მსმელი ოჯახის წევრები თავის თავზე პრემიების გამოწერასაც მორჩნენ მაგრამ ადექვატური ხელფასები დაინიშნონ, ქვეყნის პირველი პირი რომ 3400 ლარს იღებს და გინდაც თბილისის მერი რომ 2500 ლარს იღებს ფრთიანი ანგელოზი უნდა იყოს ან ქრთამი არ აიღოს ან ბიძინასგან დანამატი და მერე იმის ჭკუაზეც იაროს.
გასაგებია რომ პენსიას ბევრჯერ აღემატება 2500 ლარი და ისიც რომ არც არაფრის გამკეთებელი არაა ნარმანია მაგრამ თბილისის მერს ბანკის საკრედიტო ექსპერტზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს თორემ კორუფციაში ჩაეფლობა.
სულ არ ვარ საჯარო სექტორში მაგრამ ახლა რომ შემომთავაზოს ოცნებამ კალაძის მაგივრად იყარე კენჭი თბილისის მერზე და 2500 ლარს ხელზე აიღებო და მეტი ბენეფიტი არ გექნებაო უარს ვიტყოდი დიდი ალბათობით თუ სინდისი მეყოფოდა
This post has been edited by levan666 on 31 Aug 2017, 14:34
Never argue with an idiot, they drag you down to their level and beat you with experience
იყიდეთ ქართული!
FORZA GEORGIA!
ფაქ რაშა!