makvalaსაცალო მომხმარებელი უფლებამოსილია, მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მიუერთოს გამანაწილებელ ქსელს და განახორციელოს მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
ამასთან, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს. ანუ თუ გაქვთ 10 კვტ სიმძლავრე, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეც არ შეიძება 10-ზე მეტი იყოს.
მომხმარებელმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით).
http://www.energo-pro.ge/wp-content/upload...momxmarbeli.pdfმიერთების მსურველი ვალდებულია, შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც არსებული მომხმარებლის, ასევე მიერთების მსურველის (ახალი მომხმარებლის) მიერ.
ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით იხილე ქვემოთმოცემული მუხლი
1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღირიცხება ცალ-ცალკე, ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველით.
2. განაწილების ლიცენზიატმა ანგარიშსწორების ქვითარში უნდა ასახოს:
ა) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
ბ) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
გ) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიასა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიას შორის სხვაობა, რომელზეც უნდა განხორციელდეს ანგარიშსწორება განაწილების ლიცენზიატსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელს შორის ამ მუხლის მე-3 - მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება კრედიტის სახით (ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის რეალიზაცია არის ნულის ტოლი).
4. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) და კრედიტის სახით ანგარიშსწორების ქვითარში ასახული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად, რომელსაც უნდა დაერიცხოს კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფი (შესაბამისად, აღნიშნული სხვაობით მიღებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის რეალიზაციად).
5. მიკროსიმძლავრის მფლობელი საცალო მომხმარებლისთვის, 30 კალენდარულ დღეში, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფების დარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სხვაობით მიღებულ ელექტროენერგიაზე (კვტ/სთ-ზე).
6. საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
7. კალენდარული წლის დამთავრების შემდეგ, ქვითარში კრედიტის სახით ასახული ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დარიცხული თანხა:
ა) აისახება მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე და გაითვალისწინება მომდევნო ანგარიშსწორებისას; ან
ბ) საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაირიცხება ამ მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
რაც შეეხება არსებული აბონენტის შემთხვავაში საფასური შეადგენს, 200 ლარიდან 2000 ლარამდე. მაგ. 10 კვტ-მდე საფასურია 200 ლარი
https://cex.io/r/0/up105767098/0/ აქ შეგიძლიათ ბიტკოინის, რიპლის და ა.შ ვალუტების ყიდვა-გაყიდვა ქართული ბარათით
https://cex.io/r/10/up105767098/10
ალიექსპრესი
https://s.click.aliexpress.com/e/DrTGP0HS