არჩაკუკება როგორი ტექსტით უნდა აეწყო და დაეწერა?
რა არის ცუდი, ანდაც კარგი?
პასუხი:
რაც კარგია ღვთისნიერისათვის --- ფრიად ცუდია სატანისტისათვის.
მაშასადამე ორგვარია აღქმა --- კარგის და ცუდის.
როდის ,,ბედნიერობს და ხარობს" ბოროტება და როდის წუხს და მტკივნეულობს სიკეთე?
რაც ერთისათვის წაღმაა --- მეორისათვის უკუღმაა.
აი მესამეა, რომ ამ ორივეზე ,,კაიფობს" და ფრიად სარგებლიანად --- ნელთბილი ჰქვია ამ მესამეს.
და მეოთხეცაა კიდევ...
ტვინი გვაქვს გამოხრული ანტიქრისტეს მოსვლა-გამეფებაზე და ბოლო ჟამებზე.
ამ დროს შეგნებულად დუმან ,,ოქროს ათასწლეულის" გარდაუვალ დადგომაზე, რაც საბოლოო განკითხვის წინარე მოცემულობაა.
ანტიქრისტე ჰგონიათ ცოცხალი არსება --- როდესაც იგი საყოველთაო თვითმკვლელური ცნობიერების გამეფებაა.
მაგალითი?
აი უბრალო:
უმცირესობის დაცვის სისტემა და არანაირი დაცვა უმრავლესობისა ამ უმცირესობის ძალადობისაგან...
ამას ჰგავს:
კურდღლებს აქვთ უფლება გაანადგურონ მგლები და მგლებს ეკრძალებათ კურდღელზე თუნდაც ნერწყვმდინარე შეხედვაც კი.
საიდან სადაო --- წმინდაო საბაო?
არის სიტყვა უკუღმართი და რა დონის იდიოტი უნდა იყოს არსება, რომ უკუღმართის უკუღმართობანი წაღმად და პროგრესად მიიჩნიოს?
ამასაც ჰგავს:
უკუღმართი ეშმაკი ქადაგებს რომ თავადაა ღმერთი და თანაც გაჰყვირის --- აგერ დუმს ღმერთი და ეს დუმილი თანხმობის ნიშანია....
ერთდროულად შეიძლება იყო კეთილიც და ბოროტიც?
,,ამიტომ ისმის კულუარებიდან ავი ქირქილი სამგლე გოჭებზე, რომლებსაც თავები ცხვრები ჰგონიათ..."
ამიტომ --- ფინალი ნათელია, თუ არ გაიხსენა არსებამ, რომ არც გოჭია, არც ცხვარი და არის უბრალოდ ადამიანი, რომელსაც უსიკვდილოდ ავალია მოვალეობანი და პასუხისმგებლობანი თვით სამყაროს სიცოცხლის წინაშე და უპირველესად ჯერ თავი თვისი უნდა შეიცნოს.
მაშასადამე პასუხს ითხოვს კითხვა:
ვინ და რაა სინამდვილეში ადამიანი და არა ის, თუ რა ჰგონია მწარედ მოტყუებულს.
ქოსატყუილების ლუსტრაცია ყველგან და ყველაფერში --- მოაწესრიგებს ბუნებრივ იერარქიას ,,არაჯუნგლურად".
ჯუნგლები არსებობს სარკის დანიშნულებით, რომ არცერთი ჯუნგლიორი არ ხარ სინამდვილეში.
და ასე შემდეგ....
***
ეს ცხოველია?
This post has been edited by triumpi on 6 Jan 2017, 14:59
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)