ხელფასებს არიგებს ბიუჯეტიდან
4 ათასი ლარიდან ჰოპლა 10 ათას ლარზე
https://mtavari.tv/news/16647-sazmaus-direk...-10-000-laramde"საზმაუს" დირექტორის ხელფასი 10 000 ლარამდე გაიზარდა
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ხელფასი 10 ათასი ლარი იქნება.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ დღეს ერთხმად დაამტკიცა.
დღემდე გენდირექტორის ხელფაის 4 ათასი ლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ გენერალური დირექწტორის თანამდებობა ამჟამად ვაკანტურია. მაუწყებლიდან ვასი მაღლაფერიძე 18 აგვისტოს წავიდა.
დრეს კი მაუწყებლებში დირექტორობის კანდიდატების შესარჩევო კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა და 8-დან 4 კანდიდატი გამოეთიშა.
მეორე ტურში ალექსანდრე ვახტანგოვი, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე და ირმა სოხაძე გადავიდნენ, მათგან ყველაზე მეტი ხმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ბერძენიშვილმა მიიღო.
დირექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი ხათუნა ლაგაზიძემ კი კონკურსის შემდგ სწორედ მაუწყებლის კოლოსალურ დაფინანსებაზე და არამიზნობრივ ხაჯერბზე ისაუბრა და თქვა, რომ მილიონები მხოლოდ დირექტორის აპარატის შესანახად იხარჯება