სავარაუდოდ ყორღანია და საკმოდ დიდი!
---------------------------------------------------------
არა რის მზგავსი მოვლენა გასაკვირი. აგერ უკვე 40 წელია ნაომარი და ტორტიგორის ანქალაქარი(არ მისული გარეჯამდე), ცნობილია და 20% კი არაა გათხრილის. ზედა ფენები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე II ატასწლეულით თარირდება.ქვედა ფენები შესწავლილი არ არის. მზგავსი ნაქალაქარი კახეთში კიდევ რამდენიმეა ცნობილი. მოცემული ეპოქისტის საკმაოდ დიდი დასახლებებია.თან რაცსაინტერესოა ქალაქის დაგეგმარება ძალიან ემთხვევა ხეთურ, უფრო სწორედ ხათური სტილის ქალაქებს.
ნაომარი გორა
ნაომარი გორის ქ.წ. XIV-IX საუკუნეების ნაქალაქარების ჯგუფი (I, II, III) მდებარეობს ქ. საგარეჯოს სამხრეთით, დავით გარეჯის ადრეშუასაუკუნეების სამონასტრო კომპლექსებისკენ მიმავალი, ასფალტირებული გზის მე-17 კილომეტრზე, გზიდან ორი კილომეტრის მანძილზე, მთის თხემსა და ფერდობებზე (ზღვის დონიდან 900-970 მ).
ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრები (ერთობლივი ქართულ-გერმანული ექსპედიცია) ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გერმანიის მხრიდან სამუშაოებს აწარმოებდა ტიუბინგენის ებენჰარდ კარლის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა პროფ. მ. კორფმანის ხელმძღვანელობით. მისი გარდაცვალების შემდეგ (2005 წ.) ნაომარი გორის ნაქალაქარებზე საველე სამუშაოები შეწყდა.
გაითხარა ძეგლის მხოლოდ მცირე ნაწილი. ნაქალაქარებზე სამუშაოების გაგრძელება მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ კავკასიის უძველესი ქალაქების ნაშთებია რეგულარული გეგმარებით, რომლებიც უკვე ამ პერიოდში მიგვითითებს სახელმწიფოებრივი სტრუქტურის არსებობაზე.
სამუშაოების გაგრძელება საშუალებას მოგვცემს აღვადგინოთ, როგორც ციტადელის, ისე ქვედა ქალაქისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების გეგმარება, გამოვავლინოთ სატაძრო კომპლექსები, საზოგადოებრივი შენობები, საცხოვრებელი კვარტლები და სამაროვნები, აგრეთვე წყალგაყვანილობის საიდუმლო გვირაბების მთელი სისტემა, რომელიც აეროგადაღებების დეშიფრირებით ზუსტად იხაზება.
http://www.heritagesites.ge/geo/archeology/archeology/64