არ მევასება ე.წ ინტელიგენცია და მათი პოზა საკითხების მიმართ, როგორც ჩვენი ინტელიგენცია მეზიზღება ისე ალბათ ნებისმიერი ქვეყნის.
ტრამპს ხალხიდან წამოსულ, ხალხიდან ამოხეთქილ ლიდერად ვთვლი და რაც ბუნებრივია სწორი მგონია. ჰილარი უფრო ხელოვნური, რაღაც
ლიბერალური, დემოკრატიული და თანამედროვე მსოფლიოსთვის დამახასიათებელი პოლიტიკური კორექტულობის ნაზავი იყო, ფიტული, ტრამპი ფიგურაა.
სხვა მხრივ ამხელა სოციალური მედიის კამპანიების და ლანძღვა/გინების ფონზე გამორიცხული იყო ტრამპის გაპრეზიდენტება.
ეი მარტო ტრამპის აკვიატება კი არ ყოფილა ის მესიჯები რასაც აგზავნიდა ამომრჩევლისკენ, თვითონ ხალხის დაკვეთა ყოფილა მაგ მესიჯების გაჟღერება.
შესაბამისად მე უბრალო ხალხის უფრო მჯერა ვიდრე ჰოლივუდის მილიონერი ინტელიგენციის თეორიების და შეფასებების.
ამერიკა უფრო შორს მეგონა ჩვენგან, მაგრამ განსხვავება მცირეა, მასა ყველგან ბნელია, მთავარია ვინც ზემოთაა როგორ მართავს.
იქაც ქაჯურად მიიღეს წაგება და იღებენ ჯერ-ჯერობით, ან ეს ინტელიგენცია რას გავს, ან მეორე ბანაკი რომელიც გამარჯვებულებს უტვინოებს ეძახის ან მოწინავე არხები, CNN-ზე ტრამპის საწინააღმდეგო და გასაბანძებელი პროპაგანდა იყო 24/7-ზე, კაცი მოსული არ იყო მთავრობაში
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი