მართლა დიდი თანხა ჯდება და + შესაბამისი კავშირები.
თუმცა არა მგონია მიშა მაგ პონტში იყოს.
უბრალოდ არაორდინალური მასტია.
გგონიათ ამერიკაში ტრამპს ახლოს კარგად იცნობენ?!
აქ კი ისეთი კადრები ეძრობა, რომ წარმოდგენა შეგექმნება მართლა ახლო მეგობრები არიან (დააკვირდით კითხვებს. ''თქვენი ხანგრძლივი მეგობრობა'''და ა.შ)
ამავე დროს ტიპი პუტინსაც იცნობს.
გარდა ამისა, ქვეყნის პრეზიდენტი იყო რომელმაც რუსეთთან იომა. პუტინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მაგრად არ ევასება... ჩამოვკიდებ/დავკიდებ და ა.შ... მტერია აბა სხვა რა არის რიგითი ამერიკელისათვის?!
გაიხსენეთ პროტესტის ნიშნით ისტორიაში ერთხელ დატოვა რუსეთის დელეგაციამ გაეროს დარბაზი და სწორედ ამ ტიპის გამოსვლაზე მოხდა ეს.
დღეს რაც ამერიკაში აქტუალურია ანუ კიბერშეტევა, ჩვენ ხონ ვიცით როდის დაიწყო რუსეთმა ამ იარაღის გამოყენება და ვის მიმართ გამოიყენა უკვე?!
- ლოგიკურია დაინტერესდე ექს პრეზიდენტის აზრით, რომლის ქვეყანამაც ეს თავის თავზე გამოსცადა.
ამ ყველაფერთან ერთად, ტიპი უკრაინას წარმოადგენს ფაქტობრივად.
უკრაინის საკითხი ძალიან აქტუალურია ეხლა როგორც ამერიკაში, ასევე ევროპასა და მთელ მსოფლიოში - გარკვეულწილად ლაკმუსის ქაღალდია - ყველა დაინტერესებული ელოდება
როგორ შეთანხმდებიან ტრამპი და პუტინი ამ თემაზე... დამაჯერებლად ვერც იმას ამბობენ რომ შეეწყობიან ერთმანეთს და ვერც - საპირისპიროს.
ერთი სიტყვით.... გინდა თუ არა, ტიპი ბევრი აქტუალური საკითხების ეპიცენტრშია.
მაგრამ ასევე ფაქტიცაა, რომ გარკვეული ჯგუბები მფარველობენ. ნუ გგონიათ, რომ იგივე რესპუბლიკელები ერთ მონოლოტურ ძალას წარმოადგენენ.
თავი რომ გავანებოთ ამ მის ექსპერტობას, ბევრი საინტერესო კითხვა დაეძრო ამ ბოლო დროს
მე მაგალითად მაინტერესებს, საახალწლო სადღესასწაულო დღეებში რას დაქოშინებდა მაკკეინი?!
ძალიან ბევრი ფაქტი დაემთხვა მის ვიზიტს და დღესაც ვითარდება მოვლენები როგორც თბილისში ასევე ამერიკაშიც.
ჩვენ შეგვიძლია ვიმარჩიელოთ ამ ყველაფერზე, მაგრამ ის ცხადია, რომ ამ მოცლენების ეპიცენტრშივ ასევე ეს ტიპია
This post has been edited by wano on 10 Jan 2017, 01:45