http://bpi.ge/ozurgetshi-shekerili-zara-s-...an-gamochndeba/ოზურგეთში შეკერილი ZARA-ს, MANGO-ს, Bershka-ს, Massimo Dutti-ს ჯინსები ბაზარზე აგვისტოდან გამოჩნდება
თბილისი (BPI) – ოზურგეთში შეკერილი ცნობილი ბრენდების ZARA-ს, MANGO-ს, Bershka-ს, Massimo Dutti-ს ჯინსები მალე ბაზარზე გამოჩნდება. პირველი პარტია ივლისი-აგვისტოსთვის იქნება მზად.
ამ დროისთვის ოზურგეთში საერთაშორისო სტანდარტების სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა მიმდინარეობს.
ცნობილი ბრენდების ჯინსებს თურქული კომპანია BAYKANLAR-ის მიერ დაფუძნებული კომპანია „ოზურგეთი გარმენთი“ შეკერავს. კომპანიას „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 89 000 კვ.მ მიწის ფართობი და შენობა-ნაგებობები გადაეცა.
ინტენსიურად მიმდინარე სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ფონზე პარალელურ რეჟიმში ხორციელდება პერსონალის შერჩევა-გადამზადება. დაახლოებით 500-მდე ადამიანთან გასაუბრება უკე გაიმართა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით რამოდენიმე მათგანი გაიგზავნა სტაჟირებაზე თურქეთის რესპუბლიკაში.
საწყის ეტაპზე იგეგმება 300 ადამიანის დასაქმება. გარდა აღნიშნულისა, კომპანია პერსპექტივაში გეგმავს სხვა პროექტების განხორციელებასაც.
სამი წლის განმავლობაში ინვესტიციის მოცულობა 15 მილიონამდე გაიზრდება და 1500-მდე ადამიანი დასაქმდება. იგეგმება ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა ბაღის მშენებლობა. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და გაშენდება სკვერი.
ინტერნეტი ამას იუწყება... ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში
ესეც ბონუსი:
http://www.tabula.ge/ge/story/130038-fotsh...ebis-produqciasფოთში გახსნილი ტექსტილის საწარმო NIKE-ის PUMA-ს და სხვა ბრენდების პროდუქციას გამოუშვებს
ფოთში დღეს ახალი სამკვერვალო საწარმო გაიხსნა. კომპანია "აჭარა ტექსტილის" ფაბრიკაში 3000 ადამიანი დასაქმედება. საწარმო თურქული ინვესტიციით აშენდა.
"აჭარა ტექსტილი" 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და საქართველოში შეკერილი პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახერხებს.
კომპანია წლიურად 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს, ხოლო ახალი მაღალი ხარისხის მანქანა-დანადგარების ამოქმედებით წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
კომპანიას ბათუმსა და ქობულეთში უკვე აქვს ორი სამკერვალო ქარხანა, სადაც 2500 ადამიანია დასაქმებული.
საწარმოს გახსნას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუსმიშვილიც დაესწრო. მისი განცხადებით, საქართველოდან ტექსტილის ნაწარმის ექსპორტი მაღალი ტემპებით იზრდება.
"ტექსტილის და ტექსტილის ნაწარმის ექსპორტმა 2017 წელს 87.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტით გაიზარდა. 2013-2017 წლებში ტექსტილის ექსპორტის საშუალო ზრდა 17.4 პროცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში ტექსტილის და ტექსტილის ნაწარმის ექსპორტის მოცულობა 408 მლნ. აშშ. დოლარი იყო, წლიურად საშუალოდ 82 მლნ. აშშ. დოლარი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, 2017 წლის მდგომარეობით, ტექსტილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთში ხორციელდება (73%-ზე მეტი), შემდეგ მოდის იტალია (13.2%) და სომხეთი (6.0%).
3,000-ის დასაქმება იგეგმებაო და დავიჯერო არცერთ ჟურნალისტს არ გაუჩნდა სურვილი ეკითხა, ახლა რამდენია დასაქმებულიო?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Nickboy on 25 Feb 2018, 11:06